ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და 5 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
ჯიჯი 2020 წლის 19 დეკემბერს, „პარმასთან“ მატჩის მიმდინარეობისას მკრეხელური სიტყვების გამო დაისაჯა, რადგან ეს იტალიაში აკრძალულია. მსგავსი შემთხვევის გამო ადრე „ლაციოს“ ფეხბურთელიც დასაჯეს.
ბუფონი „ტორინოსთან“ „დერბი დელა მოლეში“ ვერ ითამაშებს, შემდეგ კი გუნდს დაუბრუნდება.