ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა დაბრუნებასთან ახლოსაა. არგენტინელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელდა.
თუმცა, ჯერ რა თქმა უნდა, უცნობია ითამაშებს თუ არა 3 აპრილს, ტურინულ დერბიში. სავარაუდოდ, სათადარიგო სკამზე იქნება და ანდრეა პირლო მისი თამაშში ჩართვის გადაწყვეტილებას მატჩის დროს მიიღებს.
დიბალა 10 იანვრიდან მოყოლებული ტრავმირებული იყო. მიმდინარე სეზონში მას მხოლოდ 16 თამაში აქვს ჩატარებული და 3 გოლი გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.
გარდა ამისა, გუნდს აარონ რემზიც დაუბრუნდა, რომელიც 9 მარტის შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ 3 აპრილს, სტუმრად „დერბი დელა მოლეში“ „ტორინოს“ დაუპირისპირდება.