შვედეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფმ დეიან კულუშევსკიმ ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხა, რომელიც „იუვენტუსის“ თაობაზეც დაუსვეს. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, იმედგაცრუების სეზონია და გუნდმა ყველაფერი უნდა გამოასწოროს.
„სათამაშო პოზიცია ბევრჯერ შევიცვალე და ამას მიჩვეული არ ვარ. ყოველ თამაშში ახალ პოზიციაზე მიწევს თამაში. „პარმაში“ ბურთს უფრო ხშირად ვეხებოდი, ახლა უფრო სხვა მოთამაშეებს უნდა მოვერგო. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამის გაგება შემიძლია. ჩემი საყვარელი პოზიცია? 10 ნომერი, თავდამსხმელების უკან „ტრეკვარტისტა“.
სამყაროში ყველაზე ადვილი საქმე არ არის 20 წლის ასაკში „იუვენტუსში“ გადასვლა და ყველა თამაშის ჩატარება, რომელიც მე ჩავატარე. ეს ჩემთვის სრულიად ახალი რამ იყო.
იმედგაცრუების წელია. „იუვეში“ სეზონს ყოველთვის ჩემპიონობის მიზნით ვიწყებთ. ყველა თვალსაზრისით უკეთ უნდა ვიმუშაოთ. რონალდუ დარჩება? ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, ვნახოთ რა მოხდება“, – თქვა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის შვედმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 თამაში ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.