მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: ბუფონი ზაფხულში “იუვეს” დატოვებს

ოფიციალურად: ბუფონი ზაფხულში “იუვეს” დატოვებს

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს ინფორმაცია მან იტალიურ მედიასთან დაადასტურა. ჯიჯის კარიერაში ეს უკვე მეორედ მოხდება. პირველად მან „იუვე“ 2018 წელს დატოვა, ახლა კი კონტრაქტი ეწურება, რომელიც მხარეების შეთანხმებით არ განახლდება.

დარჩება თუ არა ჯიჯი მოედანზე, ეს ჯერ არ იცის და გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს:

„ჩემი მომავალი ძალიან მკაფიოა და უკვე გარკვეულია. წელს საბოლოოდ დასრულდება ჩემი ძალიან ლამაზი და გრძელი გამოცდილება „იუვეში“. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მივეცი „იუვესთვის“, მეც ყველაფერი მივიღე და ამაზე მეტიც. მივაღწიეთ ეპოქის დასასრულს.

ან კარიერას დავასრულებ, ან თუკი ვიპოვი ისეთ ისტუაიცას, რომელიც თამაშის მოტივაციას მომცემს ან ცხოვრების განსხვავებულ გამოცდილებას მომიტანს, გავითვალიწინებ.

მიმდინარე სეზონი? სტაბილურობა გვაკლდა. მთლიანობაში ექვსეულის გუნდებთან ხსირად ვიმარჯვებდით, მაგრამ ასევე ვაგებდით და იყო ფრეებიც. თუმცა, ყოველთვის თანაბრად ვთამაშობდით. სამაგიეროდ, სულელურად დავკარგეთ ქულები პატარა გუნდების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ხარ გუნდი, რომელიც ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს და ხასიათის თვალსაზრისით მომწიფდეს.

რონალდუ? მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს, მან ბევრი გოლი გაიტანა, როგორც ყოველთვის. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ინდივიდს გუნდური წარმატება აძლიერებს და თუ ეს არ მოხდება, გავლენას ახდენს ინდივიდის თამაშზე და სამქიანობაზეც“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წელს „პარმადან“ გადავიდა და 2018 წელს კლუბი დატოვა. მან ერთი სეზონი პსჟ-ში გაატარა და 2019 წელს ტურინში დაბრუნდა. მას მერე მან 27 თამაში ჩაატარა, მათ შორის, 12 მიმდინარე სეზონში. მთლიანობაში კი „იუვენტუსის“ მაისურით ჯიჯიმ 683-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …