მთავარი / სიახლეები / მაურო: “რონალდუმ “იუვეს” გასახდელში ერთხელი ხელიც ასწია, კიეზამ სიმართლე უნდა თქვას”

მაურო: “რონალდუმ “იუვეს” გასახდელში ერთხელი ხელიც ასწია, კიეზამ სიმართლე უნდა თქვას”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ იტალიურ მედიაში სკანდალური განცხადება გაკეთა.

როგორც მან თქვა, კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ გასახდელში ერთხელ ხელიც ასწია და ფედერიკო კიეზას გამბედაობა უნდა ეყოს სიმართლის სათქმელად.

„არ შეადაროთ რონალდუ მარადონას! კრიშტიანუს გასახდელში პატივს არავინ სცემს. მან ერთხელ „იუვეს“ გასახდელში ხელი ასწია. ფედერიკო კიეზას უნდა ეყოს ამის თქმის გამბედაობა. ამ მიზეზით პირლომ ის სეზონის ბოლო თამაშში („ბოლონიასთან“) სკამზე დატოვა და არ ათამაშა“, – თქვა მაურომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” 2018-2021 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …