მთავარი / სიახლეები / ხედირა: “მე ორნაირ რონალდუს ვიცნობ, “იუვეში” ის უფრო ლიდერი იყო, ვიდრე ეგოისტი”

ხედირა: “მე ორნაირ რონალდუს ვიცნობ, “იუვეში” ის უფრო ლიდერი იყო, ვიდრე ეგოისტი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის კარიერაში ორგვარ რონალდუს შეხვდა – ერთს „რეალში“ და მეორეს „იუვეში“.

„მე ორ რონალდუს შევხვდი. ერთს „რეალში“ და მეორეს „იუვენტუსში“. მეორე კრიშტიანუს დროს, რონალდუ ისევ იყო ეგოისტი ფეხბურთელი, მაგრამ ასევე უფრო მეტად იყო ლიდერი. „რეალშიც“ გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ ტურინში უფრო მომწიფებული გახლდათ“, – თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა და კრიშტიანუ რონალდუ ერთად „რეალში“ 2010-2015, ხოლო „იუვენტუსში“ 2018-2020 წლებში თამაშობდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …