ტურინის „იუვენტუსი“ ერ რიადშია და იტალიის სუპერთასის მატჩს „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს. ამავე ქალაქში ცხოვრობს „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან ჯოვინკო, რომელიც „ალ ჰილალის“ ღირსებას იცავს. იტალიურ მედიასთან „ატომურმა ჭიანჭველამ“ კომენტარი გააკეთა.
„შეუძლებელია ამ თამაშზე წინასწარ რამის თქმა. „იუვე“ ფავორიტია, მაგრამ „ლაციო“ ძალიან კარგად გამოიყურება.
ჩემი უახლოესი მიზნები? მინდა აზიის ჩემპიონთა ლიგა ისევ მოვიგო. ფანტასტიკური იქნებოდა 2020 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „იუვენტუსთან“ თამაში. იმედია, ტურინელები მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის მოგება და ჩვენთვისაც იგივეს გაკეთება დიდებული იქნება. ზოგჯერ ოცნებები ხდება“, – განაცხადა ჯოვინკომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ შეხვედრა 22 დეკემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება.