ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მცველმა ფაბიო კანავარომ „იუვეს“ შესახებ ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კომენტარი მაურიციო სარის, კრიშტიანუ რონალდუს, მატიას დე ლიხტის და ტურინელთა შემტევი სამეულის შესახებ გააკეთა.
სარი – ჩემი აზრით, სარი არის ის ადამიანი, რომელიც იტალიაში ყველაზე დიდ ინტრიგას იწვევს. მას შეუძლია როგორც შეტევაში, ისევ დაცვაში კარგად ათამაშოს გუნდი. მწვრთნელი, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს თამაში და ყოველთვის ინარჩუნებს ინტენსივობას. ნამდვილად ერთ-ერთი თანამედროვე მწვრთნელია.
„იუვეს“ შემტევი ტრიო – ამ სამეულს შეუძლია თამაშში მინიმუმ ერთი გოლის გარანტიის მოცემა. ასეთ დროს კი საკმარისია დაცვითი ფაზის ორგანიზება და გუნდი ადგილზე იქნება. თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, აღარ არსებობს თავდამსხმელი, რომელიც მხოლოდ წინ დგას. უფრო მეტი ყურადღება ექცევა გუნდურ ორგანიზებას. ცხადია, კრიშტიანუ, დიბალა და იგუაინი ყველაზე ძლიერები არიან და ისინი უნდა თამაშობდნენ.
კრიშტიანუ – მისი თვისებები მიმართული ყოველთვის მუშაობისკენ, რომ განვითარდეს. კრიშტაინუ რონალდუ ყველასთვის მაგალითია, ალბათ აღარ აქვს დრიბლინგი, მაგრამ იცის როგორ ითამაშოს, თავისი გამოცდილებით ახერხებს თამაშში თითო გოლის გატანას. ის ადაპტირებულია თანამედროვე ფეხბურთთან და აგრძელებს განსაკუთრებული შედეგების მიღწევას.
დე ლიხტი – მასში საკუთარ თავს ვხედავ. როდესაც „იუვე“ დავტოვე და „რეალში“ გადავედი, მსოფლიო ჩემპიონატი ახალი მოგებული მქონდა, ჩემგან დიდი მოლოდინი იყო. მე ყოველთვის ვიღებდი ყვითელ ბარათებს, ვიკიდებდი პენალტებს, ვთამაშობდი ხელით. ხდება ასეთი პერიოდები, როდესაც გუნდს იცვლი. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელსაც აქვს ისეთი თვისებები, რომლის მსგავსის პოვნა ძნელია. მას აქვს ყველაფერი, ტექნიკა, ფიზიკური ძალა, შესანიშნავი მცველია.