არცერთი წუთი „უდინეზესთან“ და „სამპდორიასთან“. იქამდე იყო საშინელი თამაში „სასუოლოსთან“ და „ლაციოსთან“. ემრე ჯანის ტურინული ოდისეა დასასრულს უახლოვდება.
გერმანელი იანვარში გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია და Calciomercato-ს ცნობით, აგენტმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო.
საუბარი საიჯარო ხელშეკრულებაზე. შესაძლოა გარიგებაში არგენტინელი ლეანდრო პარედესიც ჩართონ და სამხრეთ ამერიკელი „იუვენტუსში“ ვიხილოთ. ყველაფერი უახლოეს ხანში გაცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ემრე „იუვენტუსს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი სათამაშო დრო მკვეთრად შეზღუდულია.