მთავარი / სიახლეები / იუვენტუსი Vs ლაციო | სუპერთასის სარეკორდო მატჩი
იუვენტუსი Vs ლაციო | სუპერთასის სარეკორდო მატჩი

იუვენტუსი Vs ლაციო | სუპერთასის სარეკორდო მატჩი

იუვენტუსი და ლაციო რეკორდულად მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს იტალიის სუპერთასის 32-ე გათამაშებაზე. წინა წლებში მათ ორ-ორი მოგება დააგროვეს.

წლევანდელი ფინალი გაიმართება საუდის არაბეთის დედაქალაქში ერ-რიადში, კვირას თბილისის დროით 20:45 წუთზე, და გაგრძელდება სუპერთასის მოგზაურობის სტატუსი, რომელიც მანამდე ლიბიაში (2002), აშშ (1993 და 2003), ჩინეთში (2011, 2012, 2015) და ყატარში (2014, 2016) გაიმართა.

ლაციომ მეოთხე იტალიის სუპერთასი დრამატულ ორთაბრძოლაში მოიპოვა იუვენტუსის წინააღმდეგ 2017 წლის აგვისტოში. არაჩვეულებრივი მატჩი იყო ლაციო ჩირო იმობილეს დუბლის წყალობით ამარცხებდა იუვენტუსს. მატჩის მიწურის იმობილეს დუბლს პაულო დიბალამ უპასუხა ასევე დუბლით.

თითქოს დამატებითი დრო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ალესანდრო მურჯიამ მატჩის 93-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3-2 ლაციოს სასარგებლოდ. ლაციომ მოიგო და ეს მატჩი განიხილებოდა, როგორც შურისძიებად, რადგან სამი თვით ადრე იმავე სტადიონზე იუვენტუსმა იტალიის თასის ფინალში ლაციო 2-0 დაამარცხა.

ამა წლის 7 დეკემბერის, სერია A-ს მე-15 ტურში ლაციომ სტადიო ოლიპიკოზე იუვენტუსს უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა (3-1). ეს იყო პირველი და ჯერჯერობით ბოლო მარცხი ტურინული გრანდისთვის. ამ მოგებით გადიდგულებული არწივები კვლავ ეცდებიან ბებერ ქალბატონს ტიტული გამოსტაცონ ხელიდან.

2019 წლის 16 იანვარს, იუვენტუსმა თავისი მერვე იტალიის სუპერთასი მოიგო. ტურინელებმა ფინალში მილანს კრიშტიანუ რონალდუს გოლის წყალობით აჯობეს. ეს იყო პორტუგალიელის პირველი თასი ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში.

ლაციოს ოთხი იტალიის სუპერთასი საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან არწივებმა გათამაშების შექმნის დღიდან ფინალში 7-ჯერ ითამაშეს. იუვენტუსი კი ემზადება თავისი მე-15 სუპერთასის ფინალისთვის. სარისთვის ეს იქნება კარიერის მეორე ტიტულისთვის თამაში, მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა ჩელსის რიგებში, შარშან ევროპა ლიგა მოიგო.

იუვენტუსი vs ლაციო | ურთიერთშეხვედრები იტალიის სუპერთასზე

1998: იუვენტუსი 1-2 ლაციო (სტადიო დელე ალპი, ტურინი)

2013: იუვენტუსი 4-0 ლაციო (სტადიო ოლიმპიკო, რომი)

2015: იუვენტუსი 2-0 ლაციო (შანხაის სტადიონი, შანხაი, ჩინეთი)

2017: იუვენტუსი 2-3 ლაციო (სტადიო ოლიმპიკო, რომი)

ლაციოს სტატისტიკა იტალიის სუპერთასზე

გამარჯვებულები: 1998, 2000, 2009, 2017 წწ

მეორე ადგილი: 2004, 2013, 2015 წწ

იუვენტუსის სტატისტიკა იტალიის სუპერთასზე

გამარჯვებულები: 1995, 1997, 2002, 2003, 2012, 2013, 2015, 2018 წწ

მეორე ადგილი: 1990,1998, 2005, 2014, 2016, 2017 წწ

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …