ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ განაცხადა, რომ მისი, ჯანლუკა ვიალისა და რობერტო ბაჯოს ტრიო უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღეს პაულო დიბალას, გონსალო იგუაინისა და კრიშტიანუ რონალდუს ტრიოა.
„რონალდუ, დიბალა, იგუაინი? არავინ იქნება ისეთი, როგორც მე, ბაჯო და ვიალის ტრიო. ჩვენი სამეული განუმეორებელი იყო. არც „ლივერპულის“ ტრიოს, სალაჰი, მანე და ფირმინოს და არც დიბალა, იგუაინი, რონალდუს ტრიოს შედარება შეიძლება ჩვენთან. თუმცა, თითოეულ ვერსიას აქვს თავისი ძლიერი თვისებები და მხარეები.
დიბალა წელს სხვა ფეხბურთელია, ვიდრე შარშან, იგუაინი არის ამაყი მშვილდოსანივითაა, რომელსაც ყოველთვის რაღაცის დამტკიცება სურს, ხოლო რონალდუს ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება გენუაში გატანილი გოლის შემდეგ. თუმცა, ნახევარდაცვაში ვერ ვხედავ მხარდაჭერის საჭირო ხარისხსს“, – განაცხადა რავანელიმ.