მთავარი / თეგის არქივი: ფაბრიციო რავანელი

თეგის არქივი: ფაბრიციო რავანელი

კაპელო: “დი მარიას, ვლაჰოვიჩსა და მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ფიქრობს, რომ ანხელ დი მარიას, დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ. მას დაეთანხმა ფაბრიციო რავანელიც. ფაბიო კაპელო: „რა თქმა უნდა, სამივეს ერთად თამაში შეუძლია. დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ უკვე თამაშობდა ორ თავდამსხმელთან ერთად. მილიკი განსხვავებული სტილის თავდამსხმელია, გუნდისთვის ბევრს მუშაობს. …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “იუვეში” ტოტალური დაბნეულობაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს ფაბრიციო რავანელი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ტოტალურად დაბნეული გუნდი, რომელმაც ის ხასიათიც დაკარგა, რითაც „იუვე“ ყოველთვის გამორჩეული იყო. „ძნელია თქმა, თუ რატომ იტანჯება ასე „იუვენტუსი“, ჩემი აზრით, ეს არის ტოტალურად დაბნეული გუნდი, როგორც ფიზიკურად, ასევე თამაშის თვალსაზრისით. ზოგჯერ კი სულისკვეთების გარეშეც. ეს არის იმედგამაცრუებელი „იუვე“, …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “მსაჯები შედეგებზე გავლენას აშკარად ახდენენ, ლაუტარო უნდა გაეგდოთ”

ფაბრიციო რავანელიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი მასიმილიანო ირატი გააკრიტიკა. მისი თქმით, ლაუტარო მარტინესი პირველ ტაიმში წითელ ბარათს იმსახურებდა. „ლაუტარო მსაჯს უნდა გაეძევებინა. მეორე ჯარიმაზე აშკარად დააგვიანა, ყვითელი იყო. ჯერ კიდევ მიკვირს VAR-ს როგორ იყენებენ. თუ მსაჯი არ აფრთხილებს, ვიდეორეფერმა უნდა უთხრას, რომ ყვითელია. ამგვარად შედეგზე გავლენას ახდენენ …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “კიეზა ასე თუ გააგრძელებს, “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. ვეტერანი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ თუ კიეზა ასე გააგრძელებს, „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი ექნება. „ის ტოპფებხურთელია. გუშინაც ვუყურე 23-წლამდე გუნდთან. არაჩვეულებრი უნარები აქვს რიცხობრივი უპირატესობის შექმნაში. ურტყამს მარჯვენა, მარცხენა ფეხით, საოცარი სისწრაფე აქვს. თუ ის თავს არ დაკარგავს და ფეხებს მიწაზე …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “იუვემ” ლოკატელი სასწრაფოდ უნდა შეიძინოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ მასიმილიანო ალეგრიზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ მანუელ ლოკატელის ტრანსფერი გუნდმა აუცილებლად წარმატებით უნდა დახუროს, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. “მანჩინი და ალეგრი ერთმანეთს ჰგვანან, ორივე გამარჯვებული მენტალიტეტის მწვრთნელია. ჩვენი ნაკრების თამაშის ყველა აიღებს, როგორც მისაბაძ მოდელს, ალეგრი კი „იუვესთვის“ გარანტიაა. ნახევარდაცვა? მე დე …

სრულად წაკითხვა »

როგორ დაკარგა “იუვემ” დონარუმა არამარტო ამ ზაფხულს, არამედ 10 წლის წინ…

ტურინის „იუვენტუსი“ ახლოს იყო ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერთან. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ფაბიო პარატიჩის გუნდიდან გაშვებამ ყველაფერი შეცვალა, სწორედ ის იყო მინო რაიოლასთან მორიგებული. ამას ისიც დაემატა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ არჩევანი ვოიცეხ შჩესნიზე გააკეთა და ფიქრობს, რომ პოლონელი მაღალი დონის მეკარეა და „იუვეს“ დონარუმა არ სჭირდებოდა. საბოლოოს, ევრო …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “ინგლისის ზეიმისთვის სუფრა უკვე გაშლილია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ევრო 2020-ის ფინალის შესახებ კომენტარი გააკეთა. ის ფიქრობს, რომ ლონდონში თამაში შეიძლება იტალიისთვის უპირატესობა გახდეს, თუმცა ასევე გონია, რომ ინგლისის ჩემპიონობისთვის უეფა ყველაფერს გააკეთებს. „როგორ ფინალს ველოდები? ძალიან ფრთხილ და კონტროლირებადს, რადგან ორივე გუნდი ერთმანეთს პატივს სცემს. ველოდები ცოტა გოლს, მაგრამ ტაქტიკურად ძალიან საინტერესო თამაშს. …

სრულად წაკითხვა »

რავანელიმ ბაჯოზე, დელ პიეროზე და ამჟამინდელ “იუვენტუსზე” ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ Twitch-ის გადაცემაში „Tutti pazzi per la Juve” ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა როგორც დღევანდელ მდგომარეობაზე, ისევ წარსულზე ილაპარაკა. რავანელიმ არაერთი საინტერესო რამ თქვა, რობერტო ბაჯო საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ალესანდრო დელ პიეროს შემთხვევაში კი მის საოცარ ჰუმანურ თვისებებს გაუსვა ხაზი. „იუვემ“ ვერონაში კარგად დაიწყო, მაღალი ინტენსივობით და …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “დიბალას, რონალდუს და მორატას ერთად თამაში შეუძლიათ”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩამდე ფაბრიციო რავანელიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. ვეტერან იტალიელს თავის დროზე ორივე გუნდში უთამაშია და რესპონდენტად სწორედ ამიტომ შეარჩიეს. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს, სადაც კონკრეტულად „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. „იუვენტუსი“ მშენებლობის პროცესშია და ამის შემდეგ შეგვეძლება განვიხილოთ ორი თუ სამი ნახევარმცველით უნდა ითამაშოს თუ არა. პირლო მომწონს, …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “მაკკენი დავიდსს ძალიან ჰგავს, შესანიშნავი ტრანსფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ვესტონ მაკკენის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ჰგავს ედგარ დავიდსს, რომელიც „იუვენტუსში“ 1997-2003 წლებში თამაშობდა. „შეიძლება ეს სარისკო შედარებაა, მაგრამ მაკკენი ძალიან მაგონებს თვისებებით დავიდსს და მან ძალიან კარგად ითამაშა. ფიზიკურად ძლიერია და კარგი ტექნიკაც აქვს, წელს არ იქნება „იუვეში“ დიდი ტრანსფერები, …

სრულად წაკითხვა »