მთავარი / სიახლეები / რავანელი: “ინგლისის ზეიმისთვის სუფრა უკვე გაშლილია”

რავანელი: “ინგლისის ზეიმისთვის სუფრა უკვე გაშლილია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ევრო 2020-ის ფინალის შესახებ კომენტარი გააკეთა. ის ფიქრობს, რომ ლონდონში თამაში შეიძლება იტალიისთვის უპირატესობა გახდეს, თუმცა ასევე გონია, რომ ინგლისის ჩემპიონობისთვის უეფა ყველაფერს გააკეთებს.

„როგორ ფინალს ველოდები? ძალიან ფრთხილ და კონტროლირებადს, რადგან ორივე გუნდი ერთმანეთს პატივს სცემს. ველოდები ცოტა გოლს, მაგრამ ტაქტიკურად ძალიან საინტერესო თამაშს. „უემბლიზე“ თამაში შეიძლება ჩვენთვის უპირატესობა იყოს. ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, როგორიცაა კიელინი და ბონუჩი, ბრიტანელებისთვის ეს ატმოსფერო შეიძლება წნეხი გახდეს. თუმცა, სინამდვილეში ვშიშობ, რომ ინგლისის ზეიმისთვის სუფრა უკვე გაშლილია. დანიის წინააღმდეგ ის პენალტი არ არსებობდა და სკანდალური იყო“, – თქვა რავანელიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

იტალიაში აქვთ ეჭვი, რომ უეფა ინგლისს ჩემპიონობაში ეხმარება და ეს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ჩანდა, განსაკუთრებით კი დანიასთან პენალტით გამოჩნდა, რომელიც არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში კორონავირუსის ბევრი შემთხვევაა და დელტა ვირუსიც გავრცელდა, უეფამ ლონდონიდან ოთხთა ფინალის გადატანაზე უარი თქვა და უფრო მეტიც, მაყურებელთა დასწრება 60 000-მდე გაზარდა. იტალიელთა კიდევ ერთი ეჭვი ნიდერლანდელი მსაჯის დანიშვნას უკავშირდება – ბიორნ კუიპერსი. დანიასთანაც მსაჯი ნიდერლანდელი იყო – დანი მაკელიე.

ევროპის სუპერლიგა რომ ჩაიშალა, ეს ბორის ჯონსონის დამსახურებაა და უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მისთვის მადლობის გადახდას ევროპის ჩემპიონატით ცდილობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …