ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ვესტონ მაკკენის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ჰგავს ედგარ დავიდსს, რომელიც „იუვენტუსში“ 1997-2003 წლებში თამაშობდა.
„შეიძლება ეს სარისკო შედარებაა, მაგრამ მაკკენი ძალიან მაგონებს თვისებებით დავიდსს და მან ძალიან კარგად ითამაშა. ფიზიკურად ძლიერია და კარგი ტექნიკაც აქვს, წელს არ იქნება „იუვეში“ დიდი ტრანსფერები, მაგრამ ის ნამდვილად დიდი შენაძენია“, – თქვა რავანელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მაკკენი „შალკედან“ იჯარით დაიმატა და მისი გამოსყიდვა მომდევნო ზაფხულს 18 მილიონ ევროდ შეუძლია.