მთავარი / სიახლეები / რავანელიმ ბაჯოზე, დელ პიეროზე და ამჟამინდელ “იუვენტუსზე” ისაუბრა

რავანელიმ ბაჯოზე, დელ პიეროზე და ამჟამინდელ “იუვენტუსზე” ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ Twitch-ის გადაცემაში „Tutti pazzi per la Juve” ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა როგორც დღევანდელ მდგომარეობაზე, ისევ წარსულზე ილაპარაკა.

რავანელიმ არაერთი საინტერესო რამ თქვა, რობერტო ბაჯო საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ალესანდრო დელ პიეროს შემთხვევაში კი მის საოცარ ჰუმანურ თვისებებს გაუსვა ხაზი.

„იუვემ“ ვერონაში კარგად დაიწყო, მაღალი ინტენსივობით და დაწინაურებაც დაიმსახურა. მეორე ნახევარში პირლოს ფეხბურთელები დაიღალნენ, მაგრამ ბარაკის გოლამდე საფრთხე არ დამუქრებიათ. ორი მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ, დიდი სინანულია, რადგან შეიძლება ფუნდამენტური ქულების მოპოვება სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

კიეზას აქვს თვისებები და უნარები, რომ თავდამსხმელის ფუნქციაც შეასრულოს. როდესაც ის კარს უახლოვდება, კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება, რადგან ქმნის რიცხობრივ უპირატესობას და ორივე ფეხით შესანიშნავი დარტყმა აქვს. მას მოედნის ყველა ნაწილში თამაში შეუძლია. როდესაც დიბალა და მორატა გამოჯანმრთელდებიან, „იუვე“ შეიძლება ისევ მომაკვდინებელი სიძლიერის გახდეს. რონალდუ? მასთან მეც კარგ დუეტს შევქმნიდი და მის გამო სიამოვნებით ვირბენდი.

დანიელე ორსატოს სიტყვები პიანიჩის უხეშობაზე 2018 წელს? ეს არის სიტუაცია, რომელიც ყველას აწუხებს, განსაკუთრებით „იუვენტუსსა“ და იუვენტინო ტიფოზებს. ვფიქრობ, ახლა მიზანშეწონილია გავაანალიზოთ თუ რატომ აგრძელებენ ფეხბურთელები სიმულაციას VAR-ის პირობებშიც. მაგალითად, „ვერონას“ კაპიტანი სიმულირებდა. დე ლიხტსა და რაბიოს სასაცილო ყვითელი ბარათები უჩვენეს, სეზონის ბოლოს შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს. მინდა გავიგო, რატომ არ შეუძლია VAR-ს ჩაერიოს ასეთ შემთხვევებში, თუ შეგიძლია გოლის გაუქმება და პენალტის დანიშვნა, რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება ყვითელი ბარათების დროსაც.

„იუვენტუსს“ არ გაუმართლა, რადგან როდესაც სეზონი პიკი მოვიდა, ჩემპიონთა ლიგაც განახლდა, ფუნდამენტური მოთამაშეები გამოაკლდა. წინა წლებში ჩემპიონატში უპირატესობა დიდი იყო, ახლა კი მდევრის როლში დიდი დანაკლისით ვართ. პირლო ვერონაში სათადარიგო სკამისკენ მიბრუნდა და იქ ბევრი ახალგაზრდა იყო. კორონავირუსმა „იუვენტუსი“ ყველაზე მეტად დააზარალა, ახალმა მწვრთნელმა ვერ შეძლო საკუთარი იდეების გატარება სეზონის დაწყებამდე და ამის გაკეთება სეზონის მიმდინარეობისას მოუწია.

რობერტო ბაჯო 90-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელი იყო და უძლიერესი, რომელთანაც მე მითამაშია. მან „ოქროს ბურთი“ დამსახურებულად მოიგო, მოვიგეთ უეფას თასი და ფუნდამენტურ თამაშებში მან თავისი ლიდერის თვისებები გამოავლინა. მუხლი 100%-ით მზადყოფნაში რომ ჰქონოდა, ის ერთ-ერთი ყველზე ძლიერი იქნებოდა. 90-იან წლებში სხვა ატმოსფერო იყო, სხვა ფეხბურთი იყო.

დელ პიერო ბრწყინვალე ადამიანია. მან ჩემს ცოლს ვარდები მოუტანა, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა. იმ მომენტში ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო. დღესაც, როდესაც მასზე ვსაუბრობთ, გვახსენდება მისი დიდი ადამიანობა. საფეხბურთო თვისებების გარდა, მოედანს მიღმა საოცარი პერსონა იყო.

„იუვეს“ მაისურით საუკეთესო მოგონება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, დაუვიწყარი გოლი გავიტანე და ყოველთვის დიდი სიყვარულით მემახსოვრება“, – თქვა რავანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ფაბრიციო რავანელი „იუვენტუსში“ 1992-1996 წლებში თამაშობდა და 159 მატჩში 69 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი 1996 წელს მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …