ტურინის „იუვენტუსში“ „სპეციასთან“ მატჩის წინ კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა და ერთი დადებითი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ტურინული კლუბის ვებგვერდი ოფიციალური განცხადებით იტყობინება, ინფიცირებულია კლუბის თანამშრომელი და ის ფეხბურთელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კორონავირუსი კრიშტიანუ რონალდუმ, ვესტონ მაკკენიმ, ხუან კუადრადომ, მატიას დე ლიხტმა და ალექს სანდრომ გადაიტანეს, ხოლო გასულ სეზონში პაულო დიბალამ, ბლეზ მატუიდიმ და დანიელე რუგანიმ.