მთავარი / სიახლეები / იტალიელი კომენტატორი: “იუვეს” 4 ნახევარმცველს ჯამში 4 გოლი აქვს, ეს პრობლემაა”

იტალიელი კომენტატორი: “იუვეს” 4 ნახევარმცველს ჯამში 4 გოლი აქვს, ეს პრობლემაა”

იტალიელმა კომენტატორმა სანდრო პიჩინინიმ „ვერონასთან“ „იუვენტუსის“ თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხდა, ამ მატჩში ფეხბურთელების ტრავმების გამო არყოფნა ალიბად არ უნდა გამოიყენონ.

„ბოლო წლებში „იუვე“ თამაშის კონტროლს ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ თამაშს ვერ აკონტროლებენ. უნდა ვაღიაროთ „ვერონას“ დამსახურებაც, რადგან „იუვემ“ პირველ წრეში ქულები დაკარგა „კროტონესთან“, იმავე „ვერონასთან“ და „ბენევენტოსთან“ – სამი ფრე, როდესაც არტური ყოველთვის ძირითადში იყო. ვინც მის არყოფნაზე ამახვილებს ყურადღებას, შევახსენოთ, რომ ის ამ სამ მატჩში ძირითადში იყო და ორჯერ შეცვალეს.

შემდეგ გავიხსენოთ, რომ ბენტაკურმა, რაბიომ, რემზიმ და არტურმა ჯამში 4 გოლი გაიტანეს. შესაბამისად, ასევე არსებობს პრობლემა, რომ ნახევარმცველებს ცოტა გოლი გააქვთ, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, რადგან რონალდუს არ შეუძლია მარტოს 80 გოლის გატანა.

მორატას არყოფნა იგრძნობა, ასევე დიბალასიც, მაგრამ როდესაც ასეთი დონის გუნდებს ხვდები, „იუვეს“ თავი ფეხბურთელების დანაკლისით არ უნდა იმართლოს, ალიბი არ არის „იუვეს“ სტილი“, – თქვა პიჩინინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 46 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად იყოფს და დღეს 25-ე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …