ტურინის „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩამდე ფაბრიციო რავანელიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. ვეტერან იტალიელს თავის დროზე ორივე გუნდში უთამაშია და რესპონდენტად სწორედ ამიტომ შეარჩიეს.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს, სადაც კონკრეტულად „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს.
„იუვენტუსი“ მშენებლობის პროცესშია და ამის შემდეგ შეგვეძლება განვიხილოთ ორი თუ სამი ნახევარმცველით უნდა ითამაშოს თუ არა. პირლო მომწონს, უნდა ვიყოთ მომთმენნი და მივცეთ მშვიდად მუშაობის საშუალება.
დიბალას, რონალდუს და მორატას აბსოლუტურად შეუძლიათ ერთად თამაშო. დიბალა შეუძლა იყოს გამთამაშებელი და ფლანგზეც გადაიწიოს. არ ვფიქრობ, რომ ის გუნდისთვის ამ შემთხვევაში პრობლემა იქნება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მორატა და რონალდუ კარგად თამაშობენ. ეს „იუვეს“ მომავალია.
კულუშევსკი ახალგაზრდა ფეხბურთელია და დრო სჭირდბა, რომ გუნდს კარგად მოერგოს. „იუვეში“ მას შეუძლია თავისი სიტყვის თქმა, ჩემთვის ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. კიეზასაც დრო უნდა მივცეთ, მას ჯერ არ უთამაშია ისე, რასაც მისგან ყველა ელოდება. ის გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა და თანაგუნდელებთან ერთად დიდი ხანი არ აქვს გატარებული. შესანიშნავი მოთამაშის თვისებები აქვს: სიჩქარე, დარტყმა და ეს ქმნის განსხვავებას. ისიც ამ გუნდის მომავალია.
არტური ძალიან კარგი მოკლე პასებით თამაშში სივრცეების პოვნაში. მაგრამ ის არ არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გრძელი პასების გაკეთება, რომ ამით საგოლე შანსი შექმნას. ამ შემთხვევაშიც მოთმინებაა საჭირო, რომ გუნდთან ინტეგრირება მოახდინოს. „იუვეს“ ქომაგების მოთხოვნა ყოველთვის მაღალია და კარგი შედეგებიც მოვა.
როგორ დასრულდება „ლაციო“ – „იუვე“? ძნელი სათქმელია. ეს თამაში ღიაა ნებისმიერი შედეგისთვის. ვერ ვიტყვი ვინ გაიმარჯვებს, რამდენიმე დეტალი გადამწყევტი იქნება“, – თქვა რავანელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს სწორედ ფაბრიციო რავანელის გოლით მოიგო.