ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ისევ დაშავდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და „ლაციოსთან“ მისი თამაშ გამორიცხულია.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ჯორჯოს ტრავმა, მასზე დაკვირვება დღითიდღე უნდა მოხდეს. მოსალოდნელია, რომ მას სანაკრებო მატჩები გაუცდება.
შეგახსენებთ, რომ კიელინიმ ტრავმა ჯერ კიდევ ოქტომბერში კიევის „დინამოსთან“ მიიღო, ზუსტად 2 კვირა გაუცდა და „ფერენცვაროშთან“ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ახლა ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.