მთავარი / სიახლეები / როგორ დაკარგა “იუვემ” დონარუმა არამარტო ამ ზაფხულს, არამედ 10 წლის წინ…

როგორ დაკარგა “იუვემ” დონარუმა არამარტო ამ ზაფხულს, არამედ 10 წლის წინ…

ტურინის „იუვენტუსი“ ახლოს იყო ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერთან. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ფაბიო პარატიჩის გუნდიდან გაშვებამ ყველაფერი შეცვალა, სწორედ ის იყო მინო რაიოლასთან მორიგებული.

ამას ისიც დაემატა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ არჩევანი ვოიცეხ შჩესნიზე გააკეთა და ფიქრობს, რომ პოლონელი მაღალი დონის მეკარეა და „იუვეს“ დონარუმა არ სჭირდებოდა. საბოლოოს, ევრო 2020-ის გმირი პსჟ-ში უფასოდ აღმოჩნდა.

თუმცა, „იუვენტუსი“ ჯიჯო დონარუმასთან ახლოს არამარტო მიმდინარე ზაფხულს, არამედ 10 წლის წინაც იყო. 2011-2012 წლების სეზონში პატარა ჯიჯო, რომელიც იმ დროს 12 წლის იყო და “მილანის” აკადემიაში ჯერ კიდევ არ ირიცხებოდა, ვინოვოს ბაზაზე სინჯებზე მიიწვიეს. მაშინ „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ფაბრიციო რავანელი იყო, რომელიც აკვირდებოდა სინჯებზე მყოფ ბავშვებს, მათ შორის, დონარუმას. მან Tuttosport-თან 10 წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა.

„რა თქმა უნდა, მახსოვს, როგორ დამავიწყდება, იმ დროსაც მონსტრი იყო. მას ისეთივე სხეული ჰქონდა, როგორიც ახლა აქვს, მაგრამ 12 წლის ბიჭში. მახსოვს ძლიერი, ფეთქებადი, შთამბეჭდავი ბიჭი. მან ყველა ბურთი მოიგერია, პრაქტიკული გოლი არ გაუშვია, ნებისმიერი წერტილიდან მისთვის თითქმის შეუძლებელი იყო გოლის გატანა. ყველა დაადუმა. სხვებისგან განსხვავდებოდა, ახლა ადვილი სათქმელია ეს, მაგრამ მაშინ მეკარეების პასუხისმგებელ პირს ვუთხარი, რომ ეს ბიჭი აუცილებლად აეყვანათ და ტოპი გახდებოდა.

რომელი უფრო დასანანია – მაშინ რომ ვერ ავიყვანეთ აკადემიაში თუ ახლა რომ დავკარგეთ? უფრო დასანანი 10 წლის წინანდელი ფაქტია. მცირე ინვესტიციებით შეგვეძლო მისი მოყვანა და “მილანისთვის” დასწრება. სამწუხაროა რომ არ გამოვიდა, რადგან დონარუმა ბუფონის იდეალური მემკვიდრე იქნებოდა. ახლა გუნდში არის შჩესნი, რომელიც შესანიშნავი მეკარეა და ამიტომ, მესმის კლუბისა და ალეგრის არჩევანი“, – თქვა რავანელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …