მთავარი / სიახლეები / სერია A / რავანელი: “მსაჯები შედეგებზე გავლენას აშკარად ახდენენ, ლაუტარო უნდა გაეგდოთ”

რავანელი: “მსაჯები შედეგებზე გავლენას აშკარად ახდენენ, ლაუტარო უნდა გაეგდოთ”

ფაბრიციო რავანელიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი მასიმილიანო ირატი გააკრიტიკა. მისი თქმით, ლაუტარო მარტინესი პირველ ტაიმში წითელ ბარათს იმსახურებდა.

„ლაუტარო მსაჯს უნდა გაეძევებინა. მეორე ჯარიმაზე აშკარად დააგვიანა, ყვითელი იყო. ჯერ კიდევ მიკვირს VAR-ს როგორ იყენებენ. თუ მსაჯი არ აფრთხილებს, ვიდეორეფერმა უნდა უთხრას, რომ ყვითელია. ამგვარად შედეგზე გავლენას ახდენენ მსაჯები და ერევიან შედეგებში, რომელიც სულ სხვანაირი შეიძლება იყოს“, – თქვა რავანელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …