მთავარი / თეგის არქივი: პაულო დიბალა

თეგის არქივი: პაულო დიბალა

“იუვეს” დიბალა დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ პაულო დიბალა დაუბრუნდა. არგენტინელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და „რომასთან“ სავარაუდოდ განაცხადში იქნება. პაულოს ტრავმა „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან მოყოლებული ჰქონდა და სეზონის პირველი თამაშიც გაუცდა. „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში სტუმრად „რომას“ 27 სექტემბერს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” დიბალა დაუბრუნდა, ალექს სანდრო ორი კვირით გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ ალექს სანდრო 15 დღე ვერ დაეხმარება. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრაზილიელ მცველს ბარძაყის ტრავმა აქვს და მოედანზე მინიმუმ ორი კვირა ვერ გავა. ანდრეა პირლომ უკვე დააანონსა, რომ გენუის სამპდორიასთან ალექს სანდროს ლუკა პელეგრინი შეცვლის. სამაგიეროდ,დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა პაულო დიბალამ, რომელიც დაბრუნებასთან ახლოსაა. გენუაში მისი თამაში გამორიცხულია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი ტურინში კონტრაქტის განახლებისთვის ჩამოვიდა

პაულო დიბალას აგენტი ჯორხე ანტუნი ტურინში ჩავიდა. ამის მიზეზი „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და ახალ კონტრაქტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. იტალიური მედიის ცნობით, ანტუნი და ტურინელთა ბოსები უახლოეს ხანში ისაუბრებენ. მხარეების სურვილია, რომ დიბალამ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივოს, არგენტინელი ცხადია, გაუმჯობესებულ ხელფასსაც ითხოვს. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე …

სრულად წაკითხვა »

დიბალამ და “იუვემ” შეთანხმებას მიაღწიეს

პაულო დიბალამ და „იუვენტუსმა“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, დიბალა სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გარანტირებული ბონუსები დაემატება და მისი ხელფასი 10 მილიონ ევროს გაუტოლდება (შეიძლება უფრო მეტსაც, გააჩნია, როგორ ითამაშებს). დიბალა „იუვესთან“ ხელშეკრულებას 3 წლით გაახანგრძლივებს და ტურინში 2025 წლის ზაფხულამდე …

სრულად წაკითხვა »

ლიხტშტაინერი: “პირლო მოლოდინს გაამართლებს, დიბალა არ უნდა გაყიდონ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა სტეფან ლიხტშტაინერმა ანდრეა პირლოსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. შვეიცარიელი დარწმუნებულია, რომ პირლო მწვრთნელის რანგში კარგად იმუშავებს, ხოლო დიბალას შემთხვევაში კლუბს ურჩია, რომ არგენტინელი შეინარჩუნონ. „კარიერის დასრულებასთან ახლოს გასულ წელს ვიყავი, მაგრამ შემდეგ ერთი სეზონის გერმანიაში გატარება გადავწყვიტე. ეს არ ყოფილა ბოლო მომენტის არჩევანი. ჩემი პრიორიტეტი …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი: “ამ დღეებში ტყუილი ცნობები გავრცელდა”

პაულო დიბალას აგენტმა ხორხე ანტუნმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე ზაფხულს არგენტინელის ტურინული კარიერა დასრულდებოდა. მისი განცხადებით, ამგვარი ჭორები მხოლოდ მოგონილია. „ამ დღეებში გაზეთებში ძალიან ბევრი სრულიად ცრუ ინფორმაციები წავიკითხე. დიბალა „იუვენტუსის“ მოთამაშეა და ბედნიერი ვარ, რომ კლუბთან ერთად ვმუშაობთ კონტრაქტის განახლებაზე ჩვენი ჩვეული დამოკიდებულებით“, – განაცხადა ანტუნმა. შეგახსენებთ, რომ დიბალას …

სრულად წაკითხვა »

დიბალა ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს ითხოვს

პაულო დიბალა მზადაა ტურინის „იუვენტუსის“ სახე მრავალი წლის განმავლობაში გახდეს, მაგრამ ამისთვის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება საჭიროა, რომლის ამოწურვამდე მხოლოდ ორი წელი დარჩა. არგენტინელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და კლუბის ხელმძღვანელობა თავის შესაძლებლობებში დაარწმუნა, თუმცა მას გაუმჯობესებული პირობები სურს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, დიბალა სეზონში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც …

სრულად წაკითხვა »

პოგბასა და დიბალას ბარტერი შესაძლებელია

პაულო დიბალას „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე ბოლო დროს ხშირად წერენ. ამავდროულად ტურინული კლუბი ისევ აგრძელებს ოცნებას პოლ პოგბას დაბრუნებაზე, მაგრამ შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაში ამის შანსი მცირეა. იტალიური მედიის ცნობით კი, „მანჩესტერი“ მზადაა პოგბა ტურინში გაუშვას, მაგრამ ერთადერთი პირობით – პაულო დიბალასთან ბარტერით. პოგბას ანდრეა პირლო ძალიან კარგად იცნობს და მისთვის იდეალურ …

სრულად წაკითხვა »

Tuttosport: “იუვენტუსმა” დიბალას გაყიდვა გადაწყვიტა

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას გაყიდვას გეგმავს. Tuttosport-ის გაზეთის დღევანდელი ნომერი სწორედ ამის შესახებ იტყობინება. როგორც გამოცემა გვამცნობს, „იუვენტუსი“ მზადაა პაულო სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში გაყიდოს, იმის მიუხედავად, რომ დღის წესრიგში კონტრაქტის გახანგრძლივება ისევ დგას. დიბალას გაყიდვიდან შემოსული ფულით „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას ეშურება, მაგრამ არაა გამორიცხული „რეალთან“ ფულისა და ბარტერის …

სრულად წაკითხვა »

“რეალი” დიბალას სანაცვლოდ ფულს და ერთ-ერთ ფეხბურთელს დათმობს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელით პაულო დიბალათი „რეალი“ დაინტერესდა. ამის შესახებ Sportmediaset-ი იტყობინება. ფლორენტინო პერესი მზადაა „იუვეს“ ფულთან ერთად ისკო ან ტონი კროოსი დაუთმოს. „იუვენტუსი“ დიბალას გაყიდვის წინააღმდეგია და ანდრეა პირლოსაც სურს მისი შენარჩუნება, მაგრამ ფინანსურმა კუთხემ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. თანაც ბოლო დროს ტურინელთა რიგებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საკითხის სწრაფი ცვლილება გამორიცხული …

სრულად წაკითხვა »