მთავარი / სიახლეები / სერია A / პაულო დიბალა “იუვესგან” 54 მილიონ ევროს ითხოვს

პაულო დიბალა “იუვესგან” 54 მილიონ ევროს ითხოვს

„რომას“ ფეხბურთელი პაულო დიბალა „იუვენტუსისგან“ 54 მილიონ ევროს ითხოვს. ამის შესახებ La Repubblica იტყობინება.

წყაროს თანახმად, არგენტინელი თავდამსხმელი თავისი ყოფილი კლუბისგან 3.8 მილიონ ევროს ხელფასის სახით ითხოვს, რომელიც კორონავირუსის პერიოდში არ გადაუხადეს, ხოლო დანარჩენ თანხას კონტრაქტის არგანახლებისთვის.

„პაულოს ყველაზე ბოლოს რისი გაკეთება სურს, ესაა უჩივლოს „იუვენტუსს“, რადგან ეს მედიაში ქარიშხალს გამოიწვევს“, მაგრამ ის არ აპირებს 3.8 მილიონი ევრო დათმოს“, – თქვა დიბალას ადვოკატმა ლუკა ფერარიმ.

როგორც ირკვევა, „იუვეს“ დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, მაგრამ ტურინელებმა სიტყვიერი შეთანხმება დაარღვიეს და ფეხბურთელი კლუბიდან გაუშვეს. 54 მილიონი გამოითვალეს დარღვეული კონტრაქტის და „რომასთან“ გაფორმებული კონტრაქტის შედარებით.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში თამაშობდა და 293 მატჩში 115 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …