მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” ალექს სანდროს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

“იუვე” ალექს სანდროს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ალექს სანდროსთან კონტრაქტის განახლებას აპირებს. ამის შესახებ რომეო აგრესტი იტყობინება.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, „ბიანკონერიში“ კმაყოფილი არიან ბრაზილიელი მცველის თამაშით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 3-კაციან დაცვაში მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს.

ალექს სანდროს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ მხარეები მას სავარაუდოდ, ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებენ. ფინანსური პირობების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ალექს სანდრო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 302 შეხვედრაში 15 გოლის გატანა შეძლო. „იუვეს“ ისტორიაში არაიტალიელ ფეხბურთელებს შორის, მხოლოდ პაველ ნედვედსა და დავიდ ტრეზეგეს აქვთ ტურინულ გრანდში უფრო მეტი თამაში ჩატარებული, ვიდრე ალექს სანდროს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …