მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “დიბალასთვის “რომა” იდეალური გუნდია”

ალეგრი: “დიბალასთვის “რომა” იდეალური გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პაულო დიბალას „რომაში“ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არგენტინელისთვის შესაფერისი გუნდია და იქ კარგად ითამაშებს.

„პირველ რიგში მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო, რადგან პაულომ „იუვენტუსს“ ბევრი რამ მისცა. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, ძალიან კარგი და ვფიქრობ, რომ „რომაში“ კარგად ითამაშებს.

ვფიქრობ, მისთვის შესაფერისი გუნდია. რატომ? იმიტომ, რომ მას ჰყავს ფეხბურთელი აბრაჰამის სახით, რომელსაც დიბალასნაირი მოთამაშე გვერდით სჭირდება. გარდა ამისა, იქ არის მოურინიო, რომელიც ძალიან კარგი მწვრთნელია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში თამაშობდა და 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა, 48-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. დიბალამ „რომასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …