მთავარი / სიახლეები / სერია A / დიბალა: “ტურინი ჩემი სახლია, მაგრამ ახლა “რომასთვის” ყველაფერს გავაკეთებ”

დიბალა: “ტურინი ჩემი სახლია, მაგრამ ახლა “რომასთვის” ყველაფერს გავაკეთებ”

სერია A-ს მესამე ტურში „იუვენტუსი“ „რომას“ უმასპინძლებს და ტურინში პაულო დიბალა ბრუნდება. არგენტინელმა ფეხბურთელმა მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

„ეს იქნება ემოციებით სავსე თამაში: ვბრუნდები ქალაქში, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, ვითამაშებ სტადიონზე, სადაც შესანიშნავი მომენტები გამოვიარე და ტიტული გავიზიარე „იუვენტუსის“ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც 7 წლის განმავლობაში თავს სახლში მაგრძნობინებდნენ. თუმცა, ამჯერად „რომას“ მაისურისთვის ყველაფერს გავაკეთებ და „ჯალოროსის“ გულშემატკივრების გასახარებლად, რომლებმაც პირველივე დღიდან კარგად მიმიღეს“, – თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში თამაშობდა და 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …