მთავარი / ბლოგი / ანდრეა ანიელის დიდი თამაში. რას აკეთებენ კონტე და მაროტა „ინტერში“?
ანდრეა ანიელის დიდი თამაში. რას აკეთებენ კონტე და მაროტა „ინტერში“?

ანდრეა ანიელის დიდი თამაში. რას აკეთებენ კონტე და მაროტა „ინტერში“?

ვამუშავებთ პატარა რუხ უჯრედებს.

„გონიერ დამნაშავეს პირი ყოველთვის დახურული აქვს. მაგრამ გონიერი დამნაშავეთა შორის – დიდი იშვიათობაა, ჩვეულებრივ, ისინი პატივმოყვარეები და ყბედები არიან“, – მიიჩნევდა ერკიულ პუარო.

ზოგიერთ მეკარესაც უყვარს ბევრი ლაპარაკი. ტურინულ კლუბში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე ჯანლუიჯი ბუფონმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც, ალბათ, ერჩივნა უკან წაეღო. ექს-კაპიტნის გამონათქვამს არავინ ყურადღება არ მიაქცია. თუმცა ტყუილად. მან თქვა:

„კრიშტიანუ რონალდუმ აირჩია არა იტალია, მან აირჩია „იუვე“.

ტურინელები ყოველთვის თავს განსაკუთრებულად თვლიდნენ. წაიკითხეთ ჟურნალისტ ანტონიო კორსას სვეტი, სადაც იგი აღწერს მაურიციო სარის „იუვენტუსში“ ყოფნის პირველ დღეებს. ყოველი წინადადება გაჯერებულია უპირატესობით. და თუ 30 წლის წინ „სინიორას“ ამის უფლება არც კი ჰქონდა (ის თანასწორებს შორის იმყოფებოდა და ხშირად პირველიც არ იყო), უკანასკნელ რვა სეზონში აზრი საკუთარ განსაკუთრებულობაზე ბევრ საღ თავში გაჩნდა.

„იუვე“ კალჩოს ფლაგმანია. მხოლოდ ის დაუპირისპირდა ევროპულ გრანდებს ფეხბურთის მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. მხოლოდ მან მოახერხა ნიჭიერი ჰოლანდიელი ახალგაზრდას ბარსელონას ხელიდან გამოგლეჯა. მხოლოდ მან დაისაკუთრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე მსოფლიოში. მხოლოდ მას აქვს ულტრათანამედროვე ბაზა, საუკეთესო მეთოდიკა, ტექნოლოგიები და მენეჯერები. ამიტომაც კრიშტიანუმ აირჩია „იუვე“, და არა იტალია.

მაგრამ გრძნობთ თუ არა, რომ ტურინის კლუბმა ბოლო დროს ჭერს მიაღწია? უფრო მეტიც, ყველა ფრონტზე – სპორტიდან ეკონომიკამდე. ამაზე მიუთითებს მრავალი ნიშანი: ალეგრის გუნდის მარცხი ჩემპიონთა ლიგაში, სალიკვიდაციო მოთამაშეების გაყიდვის აუცილებლობა, ახალი მწვრთნელის არასაკმარისად ცნობილი სახელი, სეზონური აბონიმენტების გაყიდვების მოკრძალებული ზრდა, ხუთწლიანი ობლიგაციების ბოლოდროინდელი განთავსება, ინფორმაცია შუა აღმოსავლეთში პარტნიორების ძებნის შესახებ, ბანკებში დავალიანების ზრდა და ა.შ. ზოგიერთმა ამ მოვლენათაგან შეიძლება კლუბი ხელსაყრელ შუქში გამოაჩინოს, მაგრამ ისინი ყველა ერთად ქმნიან შესაბამის ფონს. „იუვე“ ვითარდება, მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც გვსურს.

ზრდის შიდა წყაროები ამოწურულია, ხარისხიანი მიღწევისთვის კლუბს ახალი სივრცე სჭირდება. დროდადრო „იუვე“ ცდილობს გასცდეს ეროვნულ საზღვრებს – ივნისში კალჩოს ლიგა კენჭს უყრიდა ჩემპიონთა სუპერლიგის პროექტს. მათი თქმით, შედეგები წინასწარ განსაზღვრული და ძალიან საინტერესო იყო: მხოლოდ „ბიანკონერი“ იყო მომხრე, „ინტერმა“, „მილანმა“, „რომამ“ და „ფიორენტინამ“ თავი შეიკავეს. ყველა დანარჩენი კი წინააღმდეგი იყო. გაირკვა, რომ უახლოეს წლებში პროექტი არ განხორციელდება. და ტურინელებს მოუწევთ იტალიურ გარემოში განვითარება.

ოდესღაც ჩოგბურთს ვთამაშობდი. ყველა დამწყები იყო ერთ ჯგუფში. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენს შორის გამოიყო ბიჭი, რომელიც ყველას უგებდა ანგარიშით 6:0, 6:1. მისთვის რამდენიმე გეიმის მოგება მიღწევად ითვლებოდა. შემდეგ კი ყველა დაიყო – ზოგი ვარჯიშობდა პირველ ცვლაში, ზოგიც მეორეში. ჩვენს საღამოს ჯგუფში დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობის ბიჭები შევიკრიბეთ და ტაი-ბრეიკებზე ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. დილის ჯგუფში ეს ჩემპიონი მეფობდა. ცხრა თვის შემდეგ შეჯიბრი დაიწყო. მწვრთნელის გასაოცრად, ჩემპიონმა ყველა ჩვენთაგანთან წააგო. ტექნიკურად, იგი თითქმის უზადო იყო, მაგრამ ბრძოლას მთლად გადაეჩვია – ოდნავი წინააღმდეგობის გაწევისას იგი ბადესთან მირბოდა, ნერვიულობდა და შეცდომებს უშვებდა. აი რას ნიშნავს კონკურენციის ნაკლებობა.

აღწერილი სიტუაციის ბოლო რვა სეზონის „იუვეზე“ ექსტრაპოლაცია ადვილია – ერთადერთი შესწორებით, რომ ტურინელები თამაშობენ ევროპულ თასებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ბიანკონერი“ რეინჯერსის დონეზე დიდი ხნის წინ დაეშვებოდა. ამასთან, ევრო-იმპოტენციის პერიოდი ალეგრის ერამ შეცვალა, ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალით. და მაინც ეს საკმარისი არ იყო, რადგან გუნდი სერია A-ში ატარებს 38 მატჩს. ყველაზე მაგარი მოთამაშეები ეჩვევიან ნელ ტემპს, მოწინააღმდეგეების უმეტესობისგან პრესინგის ნაკლებობას და ნოემბერში მოგებულ სკუდეტოს. და შემდეგ მოდის გაზაფხული, სადაც „იუვეს“ სხვა მოწინააღმდეგეები ელოდებიან.

სერია A-ს ჭაობი გავლენას ახდენს კლუბის შემოსავალზე – სპონსორების ინტერესი და სამაუწყებლო პრემიის ზომა პირდაპირ დამოკიდებულია ტურნირის დონეზე. ამ დროისთვის, იტალია, უფლებების მთლიანი ღირებულების თვალსაზრისით, ევროპაში მხოლოდ მეხუთეა და საფრანგეთის ჩემპიონატსაც კი ჩამორჩება. შესაშურია მხოლოდ ინგლისის პრემიერ-ლიგა, სადაც აუტსაიდერებიც კი იღებენ ფულს, რაც მათ განვითარებას ხელს უწყობს.

მრავალი წლის განმავლობაში „იუვე“ იყენებდა „ბავარიის“ მოდელს. საუკეთესოებს იღებდა შიდა ბაზარზე (პიანიჩი, ბერნარდესკი, იგუაინი) და თანამშრომლობდა რამდენიმე მეტოქესთან, მაგალითად, „მილანთან“, რომელიც პერიოდულად აძლევდა კარგ ფეხბურთელებს. თუმცა, ამ მოდელმა თავი ამოწურა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიანკონერის ყველა ბოლო ძირითადი ტრანსფერი უცხოურ კლუბებთან იყო დაკავშირებული. კონკურენტების შემდგომი შესუსტება ხდება საშიში და ზიანს აყენებს სერია A-ს, რომელიც უკვე გადაიქცა ერთი გუნდის ტურნირად.

მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს? ერთ დღეს ევროპულ ფეხბურთში რევოლუცია მოხდება, მაგრამ არავინ იცის როდის. ახლა ერთადერთი გამოსავალი კონკურენტის აღზრდაა. და უკეთესი იქნება, არაერთის. „იუვე“ დაბრუნდა, მაგრამ კალჩო მხოლოდ დანარჩენებთან ერთად დაბრუნდება. იდეალურ შემთხვევაში, საჭიროა „შვიდი და“. ეს აამაღლებს ლიგის სტატუსს და ყველას მისცემს დამატებით შემოსავალს. საჭიროა ვინმესგან დაწყება. მაგრამ ვისგან?

ბევრი ვარიანტი არ არსებობს. „მილანი“? არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ხვალ ელიოტის ფონდი არ მიჰყიდის კლუბს ვიღაც გაურკვეველ ტიპებს. „რომა“? მონჩის ამერიკელ მფლობელებთან საქმიანობის შემდეგ, ყველაფერი ნათელია. „ნაპოლი“? დე ლაურენტისი მეტისმეტად ეშმაკია და მზად არის საკუთარი ინტერესების გაწიროს,  ოღონდ „იუვე“ დააზარალოს. „ფიორენტინა“? ჯერ ადრეა.

დასაწყისისთვის საჭიროა ჩრდილოელი გრანდი – დიდი ისტორიით, საკუთრების ნათელი სტრუქტურით და მკაფიო განზრახვებით, სულ მცირე, მომდევნო ხუთ წელიწადზე. ამიტომ მხოლოდ „ინტერი“ დარჩა. ამასთან, ის კლუბი, რომელიც ჩვენ ვიცით, არ არის შესაფერისი მოკავშირე. საქმე არ არის კალჩოპოლისა და „ბიანკონერის“ შემდგომ გაძევებაში სერია B-ში.

მილანური კლუბი მოწამლულია მასიმო მორატის ეპოქით, რომელმაც დახარჯა თითქმის მილიარდნახევარი დოლარი კალჩოს „ოქროს წლებში“, მაგრამ უფრო დაბალი მ.ქ.კ. ჰქონდა ვიდრე ორთქლმავალს. ერიკ ტოჰირის პრეზიდენტობა მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მის დროს გაცილებით ნაკლები იხარჯებოდა. რომ არ ყოფილიყო 2010 წლის ტრიპლეტი, მორატის მთელი მმართველობა წარუმატებლად იქნებოდა მიჩნეული. მისი მთავარი ნაკლი სტრატეგიის არარსებობაა. ასევე უსისტემობა, ფავორიტიზმი, სიყვარული იმ მოთამაშეთა მიმართ, რომლებიც კლუბს არაფრად აგდებდნენ, და გულგრილობა მათ მიმართ, ვინც მზად იყო მისთვის თავი გაეწირა.

„შეშლილი“ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ზუსტად ახასიათებს „ინტერის“ ამ მხარეს. შემთხვევითი არ არის, რომ კლუბის ერთ-ერთ ჰიმნს, რომელიც გამოიგონა „ნერაძურის“ მგზნებარე გულშემატკივარმა 2000-იანი წლების დასაწყისში, ეწოდა Pazza Inter amala (გიყვარდეთ შეშლილი „ინტერი“). უფრო მეტიც, ავტორს საერთო არაფერი ჰქონდა ფეხბურთთან, იგი დაკავშირებულია ფრენბურთთან. მან ჰიმნის წერა 2002 წლის 5 მაისს დაიწყო – „ინტერისტებისთვის“ დაწყევლილ დღეს. თქვენ იტყვით, რომ კომპოზიციას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს კლუბის ბედზე. თუმცა, იტალიაში სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სიმღერა Pazza Inter amala ლამაზი სამღერია ახალი წლის ღამეს ცქრიალა ღვინის ბოთლის თანხლებით, მაგრამ ის არ ჰგავს ჰიმნს დიდი კლუბისთვის. მასში თითქოს მორატის მთელი ეპოქაა კონცენტრირებული. ჯიჯი სიმონის დაბნეული სახე, რომელსაც განთავისუფლების შესახებ აცნობეს. მირჩა ლუჩესკუ სათადარიგოთა სკამზე. მტირალი რონალდო, რომელსაც პრეზიდენტი საკუთარი შვილივით ექცეოდა და, რომელმაც როგორც კი ტრავმა მოირჩინა, კლუბიდან გაიქცა. დამარცხება „ჰელსინბორგისგან“. 13 ტრენერი 10 წლის განმავლობაში. მაგრამ ცხოვრება ხომ რთულია და თქვენ მაინც გიყვართ ეს შეშლილი ინტერი, ბლა, ბლა, ბლა. ჩვენ „ნერაძურები“ ვართ, შენნაირი შეშლილები…

თან როგორი! ვამპეტას შეძენა. ზეედორფისა და პირლოს გაცვლა კოკოსა და გულიზე. ბრანკას საქმიანობა. ორიალის გაძევება. და ალვარო რეკობა – ურუგვაელი, რომელიც, რატომღაც, გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, რომლებიც მორატის დროს გაიზარდნენ. შარშან „ნერაძურის“ მოყვარულთა ერთ ტრედში მე აღმოვჩაჩინე ძველი „ინტერისტის“ კომენტარი, რომელმაც ვერ გაუძლო რეკობესთვის ნოსტალგიის ახალ ტალღას. მისი სიტყვები სასოწარკვეთილების კივილს ჰგავდა:

– როგორი მოთამაშეა ის, ვისაც მხოლოდ საჯარიმოების გატანა შეუძლია?! ის საერთოდ არ მონაწილეობდა პრესინგში, სეირნობდა, გუნდთან ერთად არ მოძრაობდა, ეზარებოდა ბურთის წართმევა, მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ კარში ურტყამდა!

მაგრამ ნამდვილი „ინტერი“ ხომ სრულიად განსხვავებულია. დიახ, ცოტა ადამიანს ცოცხლად უნახავს ერერას გუნდი, მაგრამ არც თუ ისე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, როდესაც თამაშობდნენ ტრაპატონისა და ბერსელინის გუნდები, რომლებიც თავისი სულისკვეთებით, დნმ-ის სტრუქტურით, ფილოსოფიით ახლოს იყვნენ „იუვენტუსთან“. ჩრდილოეთის პრაგმატიზმი, კონსერვატიზმი, ტაქტიკური ცინიზმი, სერჟანტი მწვრთნელები, იტალიელებზე დადებული ფსონი – ეს ყველაფერი „ინტერს“ ახასიათებდა იქამდე, ვიდრე ის ხელიდან ერნესტო პელეგრინიმ არ გაუშვა. მაგრამ ბუნებამ დაისვენა დიდი ანჯელო მორატის ვაჟზე და „ნერაძურიმ“ მიიღო პრეზიდენტი, რომელიც თუმცა მუდმივად ამბობდა, რომ კლუბი ქალიშვილივით უყვარდა (იტალიურად „ინტერი“ მდედრობითი სქესის სიტყვაა), მაგრამ არ გააჩნდა ხასიათი და ორგანიზატორული უნარები.

სხვათა შორის, ერთ დროს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ პარტნიორები იყვნენ. საკმარისია გავიხსენოთ ანასტაზის, ბონინსენიას, კაუზიოს, ალტობელის, ტარდელისა და სერენას ტრანსფერები. ალბათ, ამჟამინდელი „ინტერის“ პრაგმატიზმის საუკეთესო ილუსტრაცია იქნება ჯოვანი ტრაპატონის სიტყვები, ნათქვამი 1991 წლის უეფას თასის ფინალის მეორე მატჩის წინა დღეს. „მეაცაზე“ პირველ შეხვედრაში მილანელებმა „რომა“ 2-0 დაამარცხეს. წამყვანი ფეხბურთელები სთავაზობდნენ მწვრთნელს „ოლიმპიაკოზე“ თავდასხმიდან ეთამაშათ, თვალისმომჭრელად. თუმცა ტრაპმა შეაჩერა სენატორები:

– „რომას“ თავის მოედანზე ღია თამაშში შეუძლია ყველა დაამარცხოს. არა, ჩვენ ვიმოქმედებთ კონტრშეტევებზე და ჩვენს შანსს გამოვიყენებთ.

მეტრი მართალი აღმოჩნდა. „რომამ“ ვერ შეძლო შემოტრიალება და ერთადერთი გოლი გაიტანა შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე. ტროფეი „ინტერს“ შეხვდა. საგულისხმოა, რომ „დიდყურა“, რომლითაც მორატი იმდენად ამაყობდა, მათ მოიპოვეს, როდესაც „ნერაძური“ მოქმედებდა „ძველი მანერით“, იყენებდა კატენაჩოს ელემენტებს, და არ თამაშობდა „შამპანურის სტილის ფეხბურთს“, რაზეც პრეზიდენტი ისე ძლიერ ოცნებობდა, და რომელშიც თამაშის სურვილის არქონის გამო მან გაათავისუფლა ექტორ კუპერი.

ასე რომ, აუცილებელია „ინტერის“ სწორ გზაზე დაბრუნება. სამუდამოდ აპიანოდან სიტყვა pazza-ს ამოგდება. მხოლოდ პრაგმატიზმი, მხოლოდ ჰარდკორი!

ამისათვის კლუბში სწორი მენეჯერები უნდა მივიდნენ. ასევე, თუ ეს შესაძლებელია, საჭიროა საკუთარი „ნერაძურის“ კადრების გამოყენება, მაგალითად, ძანეტი და ორიალი, რათა „ვარიაგებმა“ დიდად არ გააღიზიანონ საზოგადოება.

ფრენჩაიზი არის სარგებლის კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ბიზნესის კეთებისთვის. ამის სახით შეიძლება ბიზნესის კეთების მეთოდების გამოყენება. ტურინელებს „ინტერისთვის“ შეეძლოთ მხოლოდ ერთი მოდელის შეთავაზება, რის შემდეგაც „ბიანკონერიმ“ დაიწყო თავისი აღმასვლა 2011 წელს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ოდნავ მოძველებულია, დროითაა გამოცდილი და დასაწყისისთვის იდეალურად გამოდგება.

დირექტორი – მაროტა. მწვრთნელი – კონტე. განლაგება – 3-5-2. იტალიური ნიჭის ნდობა. შეკრული გასახდელი. ოდნავი არეულობის დროს – გასასვლელი ბილეთი. პირველი მსხვერპლი იყვნენ იკარდი და ნაინგოლანი, რომლებიც იდეალურად შეეფერებიან შეშლილ „ინტერს“, მაგრამ არ არიან შესაფერისი ახალი ფილოსოფიისთვის – კლუბი ყოველთვის პირველ ადგილზეა.

რაც მთავარია – განზრახვების თითქმის სრული გამჭვირვალეობა. მართლაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ინტერის“ მეპატრონეებს რამეში ეჭვი შეეპარებათ, მაროტასა და მისი გუნდის ნამდვილი მიზანი მილანური კლუბისთვის სარგებლის მოტანაა. შედეგები შთამბეჭდავია – „ინტერმა“ უკვე გაყიდა 40 ათასი აბონიმენტი, განახლებების რეკორდული რაოდენობით. „იუვესაც“ კი ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია.

რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან ისეთებიც გამოჩნდებიან, ვინც არ აფასებს ამას. ბევრისთვის ამაზრზენი იქნება თვით აზრი, რომ შესაძლებელია მტრის მცირედითაც კი მხარდაჭერა. ეს აუდიტორია მზად არის დაწვას მთელი სახლი, ოღონდ მეზობელმა დაკარგოს მეტი. მართლაც, იტალიის საუკუნოვანი დაავადებაა კამპანელიზმი, ადგილობრიობა. ლიგურიელებს არ უყვართ პიემონტელები, თუმცა საუკუნეების განმავლობაში მათგან ღვინოს ყიდულობდნენ, ისინი ვერ იტანენ აბრუცოს მკვიდრ მოსახლეობას, კალაბრიელები მტრები არიან სიცილიელებთან და ა.შ. როგორ დაიმსახუროთ უცნობი იტალიელის სიმპათია? იკითხეთ, საიდან არის ის, და მოუყევით ანეკდოტი მეზობელი რეგიონის მკვიდრზე. სწორად იმათთვის, ვინც ღმერთს სთხოვს თვალის ამოჩიჩქნას, რადგან მეზობელი ორჯერ მეტს მიიღებს, მაროტას და კონტეს მისიას სხვა მოტივაცია უნდა მიეცეს. დაე იფიქროს ხალხმა, რომ ამ წყვილს „იუვენტუსის“ სიძულვილი ამოძრავებთ.

ეს ტექნიკა ათასობით წლისაა. ჯერ კიდევ ჰეროდოტე აღწერდა ზოპირს, დარიოსის ვასალს, რომელიც დაასახიჩრეს და ის მტერთან გაიქცა. ბრძოლების დროს ზოპირი ყოფილ ბატონს ხელშუბს ესროდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ მას სძულდა სპარსეთის მეფე. მაგრამ სხვაგვარად აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ახლა არ არის საჭირო მაროტასა და კონტეს დასახიჩრება. საკმარისია იმის შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ორივე „იუვენტუსზე“ საშინლად განაწყენებულია.

ბეპე მაროტას გადადგომის ნამდვილი მიზეზი ჩვენ ვერ გავიგეთ, მაგრამ გაჟღერდა ყველაზე ფანტასტიკური ვერსიები. თუმცა, ზოგჯერ სიმართლე, რომელსაც გვაჩვენებენ, მხოლოდ ილუზიაა. ადრე ის და პარატიჩი თანამებრძოლეები და მეგობრები იყვნენ, მაგრამ ახლა ისინი ხაზგასმით ცივად ურთიერთობენ. პაველ ნედვედმაც ძალიან დროულად შეასრულა ჭეშმარიტების მაძიებლის როლი, როდესაც მან „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ახალ თანამდებობაზე იხუმრა. მაგრამ გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩნენ. გარდა ამისა, პერიოდულად პრესაში იბეჭდება მასალები, სადაც ნათქვამია, რომ პარატიჩი ოცნებობს, რომ ყოფილი მეგობარი არასასიამოვნო შუქში გამოაჩინოს, ის კი მას იმავე გზით პასუხობს. ჟურნალისტები ომის სურათებს ხატავენ, თან ზოგიერთის გამარჯვებული მაროტაა, ზოგის კი – პარატიჩი. სინამდვილეში, „ოპერაცია ლუკაკუ“ შეიძლება იყოს „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ პირველი ერთობლივი აქცია. შედეგი მნიშვნელოვანია – „ნერაძურიმ“ მიიღო ფორვარდი, რომელიც მათ მწვრთნელს ასე სჭირდებოდა.

კონტესა და ანიელის ცუდი ურთიერთობა კიდევ ერთი მითია, რომელსაც იტალიური პრესა გულმოდგინედ ავრცელებს. დიახ, მათ ჰქონდათ უთანხმოება, რომლის მიზეზიც მწვრთნელის დაშორება „იუვესთან“ კი არ იყო, არამედ რამდენიმე „ბიანკონერის“ გამოწვევა „სკუადრა აძურაში“. მაგრამ საკმარისი დრო გავიდა ყველაფრის მოსაგვარებლად. ამასობაში კონტე მეგობრობს ნედვედთან, მათ ურთიერთობა არასოდეს შეუწყვეტიათ. ანტონიო წარმოუდგენლად ამბიციურია, მაგრამ ის ძნელად თუ გადაწყვეტდა „ინტერში“ გადასვლას, თუ არ იფიქრებდა, რომ ამით თავის მშობლიურ კლუბს სარგებელს მოუტანდა. გლადიატორმა შეიძლება ადვილად გაწიროს თავისი რეპუტაცია ერთგულ „იუვენტინებთან“, რათა საბოლოოდ გახდეს მორალური გამარჯვებული.

როდესაც ფიქრობ ამ ამბავზე, ჩნდება ცდუნება, მიანიჭო ანდრეა ანიელის განსაკუთრებული სტრატეგიული უნარები და პარალელი გაავლო კავურთან, რომელმაც, როგორც პიემონტის პატრიოტმა და ფრანკოფილმა, უგულებელყო მცირე უთანხმოებები და შექმნა იტალიის სახელმწიფო. რაღაც მომენტში დიდი პოლიტიკოსის მოწინააღმდეგეებმა დაიწყეს მის ინტერესებში მოქმედება.

Belle quepoque–ს დაბრუნება, თუნდაც შემოკლებული ფორმატით, მომგებიანი იქნება სერია A-ს ყველა კლუბისთვის. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ. ევროპის სუპერლიგის პროექტი არ გამქრალა. მაშინ კი „იუვენტუსი“ კვლავ აღარ იზრუნებს მეზობლების პრობლემებზე.

შემთხვევითი სიახლე

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …

“იუვენტუსის” სატრანსფერო ამბები – შეჯამება

ტურინის „იუვენტუსისთვის“ 2019 წლის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად მიმდინარეობს. „ბებერმა ქალბატონმა“ უკვე რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, რომელთა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *