მთავარი / ბლოგი / როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე.

როგორ დაიწყო ბებერმა ქალბატონმა აღორძინება ვუჩინიჩი, ჯოვინკოთი და გრძელდება რონალდუ, დე ლიხტით. გთავაზობთ იუვენტუსის მიერ ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებულ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს. მაშ ასე:

  • 2011 წელი: მირკო ვუჩინიჩი 14,9 მილიონი ევრო

2010-11 წლის კატასტროფული სეზონის შემდეგ იუვენტუსი სრულ რეკონსტრუქციას იწყებს. კონტე მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე და რევოლუციონერი ჯუზეპე მაროტა სატრანსფერო ბაზარზე. პირლო, ვიდალი, ლიხტშტაინერი და მრავალი სხვა. ყველაზე ძვირადღირებული? მირკო ვუჩინიჩი რომადან 14,9 მილიონ ევროდ. დღევანდელი ციფრებიდან ძალიან შორსაა, მაგრამ იუვენტუსის გამარჯვებების დიდი ციკლი სწორედ აქედან იწყება. კლუბმა მაისში სერია ა გაიფორმა, და სწორედ აქედან დაიწყო ბატონობა იტაალიის ჩემპიონატში რომელიც დღემდე გრძელდება.

  • 2012 წელი: სებასტიან ჯოვინკო 10,6 მილიონი ევრო

იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია, მაგრამ კლუბმა 2012 წელს მაინც არ გასწია არანორმალური სატრანსფერო ხარჯები. უდინეზედან მოდიან ასამოა და ისლა, საერთო ჯამში დაახლოებით 18 მილიონად. ყველაზე მძიმე ტვირთად აწვებათ სებასტიან ჯოვინკოს გამოსასყიდი თანხა, რომელიც პარმასა და იუვენტუსის თანამფლობელობაში იყო. ტურინულ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერი 10,6 მილიონ ევრომდე დაუჯდა. იუვენტუსი განაგრძობს ლიდერობას და იმყარებს ჩემპიონის ტიტულს.

  • 2013 წელი: კარლოს ტევესი 16,2 მილიონი ევრო

ტექნიკურად, 2013 წლის ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იუვენტუსისთვის ანჯელო ოგბონაა, ტორინოდან, 13 მილიონად. თუმცა, თუ 2014 წლის იუვენტუსის ბიუჯეტს გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ კარლოს ტევესის ფიქსირებული ფასი თავდაპირველად 9 მილიონი ევროს შეადგენდა. ეს თანხა, საბოლოოდ, 16.2 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაშიც მიმდინარე სეზონში გადახდილი პრემიები და სხვადასხვა დამატებითი მომსახურებები შედის.

  • 2014 წელი: ალვარო მორატა 20,7 მილიონი ევრო

გულშემატკვრებს 2014 წლის ზაფხული სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ანტონი კონტესთან მოულოდნელი განშორების გამო, რომელიც შეცვალა დიდმა (მაგრამ თავდაპირველად გულშემატკივრების უნდობლობით აღჭურვილმა…) მაქს ალეგრიმ. ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი: ალვარო მორატა მადრიდის რეალიდან იუვენტუსში 20,7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. იუვენტუსმა მოიგო სერია ა და კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ალვარო მორატა იუვენტუსში ორი სეზონის განმავლობაში რჩება და შემდეგ ისევ მადრიდში ბრუნდება.

  • 2015 წელი: პაულო დიბალა 33,7 მილიონი ევრო

ჩემპიონთა ლიგის ფინალს იუვენტუსისთვის რამდენიმე ათეული მილიონი მოაქვს. ბიანკონერი იზრდება და იზრდება ამბიციებიც. 2015 წლის ზაფხულში, პაულო დიბალა, არგენტინელი ვუნდერკინდი პალერმოდან იუვენტუსში 33.7 მილიონ ევროდ გადადის. აკლიმატიზაციის პერიოდის გავლის შემდეგ პაულომ დაიპყრო გულშემატკივრების გულები და დღეს ის კვლავ იტალიის ჩემპიონი გუნდის ნაწილია.

  • 2016 წელი: გონსალო იგუაინი 89,3 მილიონი ევრო

2016 წლის ზაფხულში, იუვენტუსი სკუდეტოს კონკურენტების შესუსტებას შეუდგა. პირველად მათ იერიშო რომაზე მიიტანეს და ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი 32 მილიონ ევროდ გაიფორმეს. შემდეგ ნაპოლის ჯერი დადგა. ამ შემთხვევაში იუვემ გონსალო იგუაინი, იმ დროისათვის კლუბისთვის რეკორდულ თანხად, 89,3 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ ტრანსფერმა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გონსალოსთან ერთად ალეგრი მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ მადრიდის რეალთან ანგარიშით 4-1 დამარცხდა. ეს იყო კიდევ ერთი იმედგაცრუება ტურინული კლუბისთვის.

  • 2017 წელი: დუგლას კოშტა 44,6 მილიონი ევრო

გარედან ისე ჩანს, რომ თითქოს ფედერიკო ბერნარდესკი იუვეს ყველაზე ძვირი შენაძენი იყო 2017 წელს, რომელიც ფიორენტინოდან 39.4 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. თუმცა ტურინში იმავე პერიოდში მოდის ფეხბურთელი, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ბერნარდესკი. ბრაზილიელი ფეხბურთელი, დუგლას კოშტა, იუვენტუსში ერთ წლიანი იჯარით მოვიდა, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. ფეხბურთელის ტრანსფერი კლუბს საბოლოო ჯამში 44.6 მილიონი ევრო დაუჯდა.

  • 2018 წელი: კრიშტიანუ რონალდუ 112 მილიონი ევრო

ასი მილიონი რეალ მადრიდს, 12 მილიონი დამატებით ხარჯებს, სულ 112 მილიონი. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იუვენტუსის ისტორიაში და კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსის ზრდის შესანიშნავი მტკიცებულებაა. “ბებერი ქალბატონი” სხვა განზომილებაში შედის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ის მარცხდება ახალგაზრდა “აიაქსმა”

  • 2019 წელი: მატეის დე ლიხტი 85,5 მილიონი ევრო

20 ივლისია, მაგრამ იუვემ უკვე გაიღო 85,8 მილიონ ევრო (75 აიაქსის და 10.5 საკომისიო მინო რაიოლასთვის), მატეის დე ლიხტისათვის, რომელმაც აიაქსთან ერთად რამოდენიმე თვის წინ იუვენტუსი დაარბია და ახლა უკვე მისი დაცვა მოუწევს. დარჩება ის იუვენტუსის 2019 წლის ზაფხულის ყველაზე ძვირ შენაძენად? სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თვენახევარია…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *