მთავარი / სიახლეები / პსჟ დიბალას მიმართ ინტერესს იჩენს
პსჟ დიბალას მიმართ ინტერესს იჩენს

პსჟ დიბალას მიმართ ინტერესს იჩენს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ პაულო დიბალათი ინტერესდება. RMC Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელის პსჟ-ში გადაყვანის ინიციატორი ლეონარდოა.

აღსანიშნავია, რომ პარიზელებს ტურინელებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ამ ეტაპზე მხოლოდ ინტერესი არსებობს. თუმცა, ცნობილია ისიც, რომ „იუვენტუსს“ არ სურს ფეხბურთელთან განშორება.

ყოველშემთხვევაში „ბებერი სინიორა“ 100 მილიონ ევროზე ნაკლებად დიბალას ნამდვილად არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი ამჟამად შვებულებაში იმყოფება, რის გამოც აზიური ტურნე გაუცდება, ხოლო იტალიაში მიმდინარე თვის ბოლოს დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *