მთავარი / სიახლეები / ვიერი: “იუვენტუსი” სხვა კატეგორიაა, მაგრამ “ინტერი” სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს”

ვიერი: “იუვენტუსი” სხვა კატეგორიაა, მაგრამ “ინტერი” სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Sportmediaset-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ „ინტერი“ „იუვენტუსს“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ღირსეულა კონკურენციას გაუწევს.

ვიერის აზრით, „იუვე“ ფურცელზე ყველაზე ძლიერია და სხვა კატეგორიაა, მაგრამ „ინტერიც“ გაძლიერდა.

„თუ გადავხედავთ „იუვენტუსის“ შემადგენლობას, ვიფიქრებთ, რომ ამ სეზონშიც დაუმარცხებელი იქნება, რადგან ჰყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მესისთან ერთად მსოფლიოში საუკეთესოა. გარდა ამისა, შეიძინა ძლიერი ფეხბურთელები, რაბიო, რემზი და ალბათ იგუაინიც დარჩება. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც სხვა კატეგორიაში არიან.

შესაბამისად, ფურცელზე „იუვენტუსი“ ჩემთვის ფავორიტია, მაგრამ ბუნებრივია, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს. ადრე თუ გვიან, ჩემპიონი ვერ გახდება. ვფიქრობ, შარშანდელივით არ იქნება და „ინტერი“ „იუვენტუსს“ წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევს“, – თქვა ვიერიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *