მთავარი / სიახლეები / დე შილიო: “მზადების მეთოდები ძალიან შეიცვალა”

დე შილიო: “მზადების მეთოდები ძალიან შეიცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ტოტენჰემთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მატია დე შილიო იახლა.

იტალიელი მცველისთვის განცხადებით, გუნდის მზადების პროცესი შარშანდელთან შედარებით შეიცვალა.

„შარშანდელთან შედარებით მზადების პროვესი ძალიან შეიცვალა. ეს არის ინტენსიური მუშაობის მეთოდი, რომელიც ჩვენ მოგვწონს. ხვალ ვეცდებით, რომ პრაქტიკაში გავატაროთ სეზონის პირველი თამაში.

ვფიქრობ, ახალი ფეხბურთელების მოსვლით გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახდა და ამ დღეებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პრესონალურად მოტივაცია ძალიან მაღალია. მინდა, რომ წარმატებული სეზონი ჩავატარო და ყველა ტიტული მოვიგო“, – თქვა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „ტოტენჰემს“ კვირას, 15:30 საათზე დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *