ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატის დე ლიხტმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „იუვეში“ გადასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და არა მინო რაიოლამ.
როგორც დე ლიხტმა თქვა, ჰოლანდიაში აკრიტიკებენ, რომ „ბარსელონა“ არ აირჩია, მაგრამ „იუვენტუსი“ მისთვის საუკეთესო არჩევანია.
„ჩემთვის ძალიანა სასარგებლოა ისეთ ადამიანთან მუშოაბა, როგორიც რაიოლაა. მინო ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბებთან თანამშრომლობს. მსოფლიოს საუკეთესო აგენტია და ვიცი, რასაც აკეთებს ჩემთვის. ის ყველანაირ ელემენტს იყენებს, აქვს თავისი მოსაზრება, მაგრამ საბოლოო არჩევანს მე ვაკეთებ და „იუვენტუსი“ იყო შეთანხმებული არჩევანი. მეღიმება, როდესაც ამ გადაწყვეტილებას რაიოლას უკავშირებენ.
ჰოლანდიაში მაკრიტიკებენ, რადგან „ბარსელონა“ არ ავირჩიე და გაუკვირდათ. თუმცა გადაწყვეტილება მე მივიღე და „იუვენტუსს“ სჯერა ჩემი და წარმომიდგინა განვითარების მკაფიო გეგმა. იტალიაში დაცვითი კულტია, ძალიან კარგი სკოლა ჩემთვის, გვერდით მეყოლება მასწავლებლები, რომლებიც სრულყოფილებაში დამეხმარებიან.
ტურინში აქამდეც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, „აიაქსთან“, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად და „გოლდენ ბოის“ დაჯილდოებაზე. „ალიანც სთედიუმთან“ კი კარგი მოგონებები მაკავშირებს, აქ ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო საღამო მქონდა.
ეს იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის. დელიკატური დღეები გამოვიარე, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ და ყველაფერი მოგვარდა. ყოველთვის მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი რა მსურდა. თანაც, მხოლოდ ივლისის შუა რიცხვები იყო და სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდე გახსნილი იქნებოდა. ამიტომ, ასაღელვებელი არაფერი ყოფილა. „იუვენტუსის“ ბევრი ფეხბურთელის პრეზენტაცია მინახავს, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს დღე ასეთი ემოციური იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „აიაქსში“ ჩემი საქმე კარგად გავაკეთ და ჩემგან დიდი მოლოდინია“, – განაცხადა დე ლიხტმა.