ტურინის „იუვენტუსი“ კვირას პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და ლონდონის „ტოტენჰემს“ სინგაპურში დაუპირისპირდება.
მატჩამდე მაურიციო სარიმ პრესკონფერენცია გამართა:
„უნდა ვიმუშაოთ, რომ სათამაშო სტილის იდენტობა ვიპოვოთ, რადგან გვინდა ხარისხიანი და ძიერი გუნდი გავხდეთ. იდენტობა კი იმის წინაპირობა იქნება, რომ თამაშებს მოვიგებთ.
კრიშტიანუმ ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მოიგო და კოლექტიურად ის მარცხნივ ითამაშებს. თავდაპირველად ამ პოზიციას ვცდით, მაგრამ მისი თვისებები ათი მეტრით გადაადგილებით ცვლილებას არ განიცდის.
დე ლიხტს გუნდთან ერთად აქამდე არ უვარჯიშია, მაგრამ ის აუცილებლად ითამაშებს ხვალ. „ტოტენჰემთან“ შედარებით ამჟამად უკან ვართ, მაგრამ ხვალ მინდა ვიხილო მოედანზე გუნდი სწორი მენტალიტეტით.
პოგბა? ძალიან მომწონს, მაგრამ „მანჩესტერის“ ფეხბურთელია. მე არ ვარ დირექტორი და ამიტომ სიტუაციას არ ვიცნობ“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი ხვალ, 15:30 საათზე გაიმართება.