მთავარი / ბლოგი / რუბრიკა | “იუვეს” ლეგენდები და გმირები – პაველ ნედვედი

რუბრიკა | “იუვეს” ლეგენდები და გმირები – პაველ ნედვედი

Juventus.ge აგრძელებს “იუვენტუსის” ისტორიაში წარმატებული ფეხბურთელების თუ მწვრთნელების შესახებ წერას. პირველი სტატია დიდიე დეშამს დაეთმო, ხოლო ამჯერად ჩეხი ნახევარმცველის, პაველ ნედვედის შესახებ დავწერეთ.

პაველ ნედვედი იუვენტუსში 2001 წლის ზაფხულში მივიდა, როგორც ზინედინ ზიდანის შემცვლელი, რომელიც მადრიდის „რეალში“ გადავიდა. პირველი თვეები ძალიან მძიმე და წარუმატებელი გამოდგა, ის ვერ ამართლებდა მოლოდინს და „იუვესთვისაც“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო. სწორედ მაშინ მარჩელო ლიპის ინტუციამ გაიმარჯვა. იტალიელმა მწვრთნელმა ის ფლეიმეიქერად ათამაშა ტრეზეგესა და დელ პიეროს დუეტის უკან და „პერუჯასთან“ სადებიუტო გოლიც გაიტანა, რითაც დაიწყო ულამაზესი ისტორიის დაწერა.

მისი პირველი სეზონი 5 მაისის სკუდეტოს დაემთხვა, სადაც მან სეზონის ბოლოსწინა ტურში პიაჩენცაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა. სეზონი, რომელშიც ნედვედის „ნათლობა“ შედგა, 2002-2003 წლების სეზონია. იმ წელს „იუვენტუსმა“ სკუდეტო ისევ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნედვედის ლიდერობით გავიდა, მაგრამ მანჩესტერულ ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, რადგან „რეალთან“ დაუვიწყარ ნახევარფინალში, სადაც ულამაზესი გოლი გაიტანა, თამაშის ბოლოს უწყინარ, არასაჭირო ვითარებაში ყვითელი ბარათი მიიღო. წლის ბოლოს მან „ოქროს ბურთიც“ მოიგო. მესამე სეზონი მისთვისაც და „იუვესთვის“ არც ისე წარმატებული გამოდგა, ხოლო ფაბიო კაპელოს დროს კიდევ ორჯერ მოიგო სკუდეტო. შედეგად, დადგა 2006 წლის ზაფხული და ის აღმოჩნდა დელ პიეროსთან და ბუფონთან ერთად მესამე რაინდი, რომელმაც ტურინში დარჩენა მიუხედავად სერია B-ში დაქვეითებისა.

„ოქროს ბურთის“ მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე, რომელმაც გადაწყვიტა „ბიანკონერიზე“ დაქორწინება:

„იუვენტუსისთვის ვალი უნდა დამებრუნებინა იმისთვის, რაც მანამდე მომცა. რამდენიმე შეთავაზება მივიღე, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე. „იუვენტუსის“ ტიფოზებთან კავშირი ყოველთვის ძლიერი იყო, რადგან ყოველთვის ფეხბურთისთვის თავგანწირვით ვცხოვრობდი“.

სერია B-ში მან 11 გოლი გაიტანა და „იუვენტუსს“ ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა. შემდეგ სერია A-ში კიდევ ორი სეზონი ითამაშა, ტიტულების გარეშე. 2009 წლის 31 მაისს კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ბოლო მატჩი ყოფილი გუნდის, „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც 1996-2001 წლებში თამაშობდა.

როგორც „იუვენტუსის“ ნამდვილმა ხატმა, 2009 წელს უარი თქვა „ინტერის“ და კონკრეტულად ჟოზე მოურინიოს წინადადებაზე, რომელსაც სურდა ვეტერანი ჩეხი „ნერაძურიში“ გადაებირებინა. მანჩესტერის ფინალის წყევლას ისიც დაემატა, რომ სწორედ იმ სეზონის ბოლოს „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ნედვედმა იქ გადასვლაზე უარით, პრესტიჟული ტიტული დაკარგა. ნედვედს სწორედ ეს ტიტული აკლია, მაგრამ მისთვის ახლა, როგორც „იუვეს“ მენეჯერი იბრძვის და ფინალის ჭრილობა, რომლის თამაში მას არ შეეძლო, მხოლოდ მაშინ მოშუშდება, როდესაც ამ თასის მოპოვებას მოახერხებს.

ეს არის ფეხბურთელ ნედვედის ისტორია. „იუვენტუსის“ ისტორიაში სამი მუშკეტერია (კამორანეზიმ და ტრეზეგემ სწორედ მათ მაგალითზე გადაწყვიტეს დარჩენა), რომლებმაც თავინათი ნებით სერია B-ს ჯოჯოხეთში წასვლა გადაწყვიტეს. ის, რაც ნედვედმა გააკეთა „ბიანკონერის“ გამო, ტიფოზებს არასდროს დაავიწყდებათ. თუ „იუვენტუსი“ ძველ სიმაღლეებბს დაუბრუნდა, ამაშინ პაველ ნედვედის როლი ძალზე დიდია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …