„სასუოლოს“ წარმომადგენელმა სტეფანო კასტელნოვომ მანუელ ლოკატელის „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ტურინული გუნდი დიდ ინტერესს იჩენს და იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულში ტრანსფერი შედგება.
„სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ გამიკვირდება თუ მანუელი „იუვენტუსს“ ზაფხულში შეუერთდება. „იუვეს“ მხრიდან დიდი ინტერესი უკვე იყო, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს ყველაფერი ხდება, თუმცა ყველაფერი ღიაა. ბედნიერი ვარ, რომ იტალიის ნაკრებში თამაშობს და ვინ იცის, იქნებ, ზაფხულში უფრო იღბლიანები ვიყოთ და ტრანსფერი შედგეს.
„მილანში“ დაბრუნება? არამგონია ეს მოხდეს. ის მადლობელია „მილანის“, რადგან იქ გაიზარდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ვფიქრობ, რომ სხვა გუნდში გადავა, იტალია იქნება ეს თუ უცხოეთი“, – თქვა კასტელნოვომ.