ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარია დაუკავშირეს. France Football-ის ინფორმაციით, არგენტინელით იტალიური გრანდიც დაინტერესებულია.
დი მარიას პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. სწორედ ამ გარემოების გამო ტურინში მისით დაინტერესდნენ. დი მარია თებერვალში 33 წლის ხდება და სავარაუდოდ გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რადგან მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის.
ანხელ დი მარიას კარიერის განმავლობაში ევროპაში „ბენფიკას“, „რეალის“, „მანჩესტერისა“ და პსჟ-ს რიგებში უთამაშია.