მთავარი / ბლოგი / “ჩემი მხოლოდ ლიპის სჯეროდა” – ზიდანის მაგია “იუვენტუსში”

“ჩემი მხოლოდ ლიპის სჯეროდა” – ზიდანის მაგია “იუვენტუსში”

საოცარი ტრანსფერი, ტრანსფერი, რომელმაც სკოლა შექმნა. ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ უნიკალურობას წარმოადგენდა. შეუძლებელია იპოვოთ ასეთი თვისებების მქონე მეორე ფეხბურთელი იპოვოთ. ფრანგი „იუვენტუსის“ ძალას ხუთი სეზონის განმავლობაში წარმოადგენდა.

ტრანსფერის მთავარი ინიციატორი: ლუჩანო მოჯი. ზიდანის ტრანსფერზე მოჯიმ მოგვიანებით გაიხსენა:

„მისი თამაში უეფას თასზე ორჯერ ვნახე: „მილანი“ – „ბორდო“ და „ბორდო“ – „მილანი“. ვნახე ეს ფეხბურთელი და მიუხედავად იმისა, რომ „მილანს“ თვალწინ ყავდა, 5 მილიარდ ლირად შევიძინა. ამ დროს, პარალელურად „როსონერიმ“ იმავე „ბორდოდან“ 18 მილიარდად სხვა ფეხბურთელი იყიდა“ (კრისტოფ დიუგარი – რედ).

თავიდან ყველაფერი ჩრდილით დაიწყო, მარჩელო ლიპის ტაქტიკურ სქემაში გაუჭირდა და იტალიელი მას არასწორ ადგილზე იყენებდა. თუმცა, მალევე ვიარეჯოელმა სპეცილიასტმა შეცდომა გააცნობიერა და ზიზუს ადგილი შეუცვალა, შედეგად, ფრანგმა იტალიურ ფეხბურთს ალღო აუღო და გვიან შემოდგომაზე უკვე თავისი კლასის დემონსრირებას ახდენდა.

„დელე ალპიზე“ „ინტერთან“ მატჩი ტრამპლინი გამოდგა და სადებიუტო, ულამაზესი გოლიც გაიტანა. ფრანგ ტალანტას შიშისმომგვრელი კლასი ჰქონდა. ჯოვანი ანიელი მაშინ „ბიანკონერის“ 21 ნომრის ტრანსფერზე ნახევრად ხუმრობით ამბობდა:

„ზიდანი ვიყიდეთ, რადგან ასე უფრო ბევრ მანქანას გავყიდით მარსელსა და ალჟირში“.

ეს ბიზნესის გათვლაც იყო, მაგრამ ზიზუ მოედანზეც ამტიცებდა, რომ ბადალი არ ჰყავდა 1996-1997 და 1997-1998 წლების სეზონში „იუვენტუსს“ ღირსეულად ლიდერობდა.

5 სეზონი, 212 თამაში და 31 გოლი. ყველაზე დიდი სინანლური ჩემპიონთა ლიგის ვერმოგებაა. „დორტმუნდთან“ და „რეალთან“ ზიდანის „იუვენტუსმა“ მიჯრით ორი ფინალი წააგო. ეს არის ზიდანის ტურინული თავგადასავლის ერთადერთი იმედგაცრუება.

„იუვესგან“ ბევრი რამ მივიღე. 24 წლის ასაკში „ბორდოდან“ გადავედი და ეს ჩემთვის წინ დიდი ნახტომი იყო. ეს არ იყო მადრიდის „რეალის“ დონის გუნდი, მაგრამ ბევრი ვისწავლე, გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. თავიდან ცუდად ვთამაშობდი, ვერ შევეწყვე გუნდს და ყველა ამბობდა, რომ ჩემი შეძენა შეცდომა იყო. მხოლოდ მარჩელო ლიპის სჯეროდა ჩემი და საბოლოოდ ის მართალი აღმოჩნდა. ჩვენ ოვიგეთ რამდენიმე სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“, – ამბობს ზიდანი.

ზინედინ ზიდანი 2001 წელს „იუვენტუსიდან“ მადრიდის „რეალში“ 73 მილიონ ევროდ გადავიდა და იმ დროისთვის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …