ბიანკონერის ყოფილმა ნახევარმცველმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ჯანლუიჯი ბუფონისა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.
კლაუდიო მარკიზიომ არგენტინელი ფეხბურთელი შეაქო და მას იუვენტუსის ხატად გახდომა უსურვა.
“მისი კლასი უდაოა, ის არის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ნიჭის მქონე მსოფლიო ფეხბურთში. ვინც მას აკრიტიკებს, ფეხბურთი არ ესმის. მას აქვს შესანიშნავი ურთიერთობა კლუბთან, იმედი მაქვს, რომ ის გახდება კლუბის ხატი და გააკეთებს იმას, რაც მე ვერ შევძელი იუვენტუსთან – ჩემპიონთა ლიგის მოგება.” – განაცხადა მარკიზიომ.
იუვეს ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანლუიჯი ბუფონის მიერ დამყარებული რეკორდის (648 მატჩი სერია ა-ში) შესახებაც გააკეთა კომენტარი.
”ჯიჯი ამტკიცებს, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, თუნდაც სათადარიგო სკამზე – ის გუნდის მამოძრავებელი ძალაა. მალდინის მსგავსად მასაც ლეგენდის ძალა და თვისებები აქვს. ეს რეკორდი აღიარებაა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ფეხბურთს მისცა.” – თქვა კლაუდიო მარკიზიომ.