ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბებერი სინიორას“ შესახებ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსი“ გამარჯვებისთვისაა აშენებული და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებშიც გააგრძელებს წარმატებების მოპოვებას. ორი წლის წინ „რეალი“ მეპატიჟებოდა, მაგრამ მერე არაფერი მომხდარა, რადგან „იუვესთან“ კონტრაქტი მაკავშრებდა. განსაკუთრებული ზნეობრივი ვალდებულება მქონდა კლუბისა და მისი გულშემატკივრების წინაშე“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014-2019 წლებში მუშაობდა.