მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 4)

ტრანსფერები

ცნობილია რა ნომრით ითამაშებს პარედესი “იუვეში”

ტურინის “იუვენტუსში” ლეანდრო პარედესი 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მოგეხსენებათ, პარედესი “იუვემ” პსჟ-დან იჯარით და გამოსყიდვის შესაძლო ვალდებულებით დაიმატა. არგენტინელი გუშინ ჩავიდა ტურინში და “სპეციასთან” მატჩს დაესწრო, შემდეგ კი ახალ თანაგუნდელებსაც შეხვდა.

სრულად წაკითხვა »

არტური იჯარით “ლივერპულში” გადავა

ტურინის „იუვენტუსმა“ არტურ მელოს გუნდიდან გაშვება მოახერხა. მართალია, ჯერ ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ საათების ამბავია. მოულოდნელობა ის არის, რომ ბრაზილიელი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. რომეო აგრესტი იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმდნენ და „წითლები“ 26 წლის ბრაზილიელს, რომელმაც „იუვეში“ მოლოდინი ვერ გაამართლა, ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. სამედიცინო შემოწმებას არტური დღეს გაივლის …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ლეანდრო პარედესი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 28 წლის არგენტინელი „ბებერმა ქალბატონმა“ ერთწლიანი იჯარით დაიმატა, მისი გამოსყიდვა კი სავალდებულო გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში გახდება. გამოსასყიდად „იუვეს“ 15 მილიონი ევროს (ბონუსად კიდევ 5 მილიონის) გაღება მოუწევს. ლეანდრო პარედესმა კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ დაიწყო, შემდეგ ვერონას „კიევოში“, „რომაში“, „ემპოლისა“ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ნიკოლო როველა გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა „მონცაში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ნიკოლო „მონცას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით და გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ის „იუვეში“ დაბრუნდება და დამკვიდრებას ეცდება. ნიკოლო როველა “იუვენტუსმა” წელიწადნახევრის წინ “ჯენოადან” შეიძინა და გენუურ კლუბში ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე ზაფხულს ის ტურინში დაბრუნდა, …

სრულად წაკითხვა »

პარედესის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის ლეანდრო პარედესის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება შედგა და არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. პარედესი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ, პლუს 5 მილიონ ბონუსად იქნება შესაძლებელი. პარედესის გამოსყიდვის ვალდებულება გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში გააქტიურდება. ლეანდრო პარედესისთვის იტალია უცხო არაა, რადგან „კიევოს“, „ემპოლისა“ …

სრულად წაკითხვა »

პსჟ-ს მწვრთნელი: “პარედესმა “იუვენტუსთან” შეთანხმებას მიაღწია”

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ ლეანდრო პარედესი „იუვენტუსში“ გადავა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და პარედესი „ტულუზასთან“ არ ითამაშებს. „პარედესი გუნდთან ერთად არ იქნება, რადგან მან „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პსჟ-ს ფეხბურთელია, გონებით ის სხვაგანაა“, – თქვა გალტიემ. არგენტინელი ნახევარმცველი …

სრულად წაკითხვა »

ნიკოლო როველა იჯარით “მონცაში” გადავა

ტურინის “იუვენტუსს” ნიკოლო როველა დატოვებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და მასიმილიანო ალეგრიმაც დაადასტურა. როგორც ალეგრიმ თქვა, ის უკვე გაემგზავრა მონცაში. 20 წლის ფეხბურთელი “მონცას” მიმდინარე სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით შეუერთდება, შესაბამისად, ლომბარდიელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. ნიკოლო როველა “იუვენტუსმა” წელიწადნახევრის წინ “ჯენოადან” შეიძინა და გენუურ კლუბში ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

პარედესის ტრანსფერი: პსჟ და “იუვე” ერთ საკითხზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

ლეანდრო პარედესის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ჯერ კიდევ შეფერხებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთან შეთანხმება დიდი ხანია არსებობს და თითქმის პსჟ-სთანაც, მაინც პრობლემაა. როგორც ცნობილი გახდა, პარიზელები იჯარას და გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვენ, ხოლო „იუვეს“ იჯარა გამოსყიდვის უფლებით სურს. სწორედ ამ საკითხზე მხარეები მოლაპარაკებებს და მუშაობას აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტურინში თავდაჯერებული არიან და …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლის აგენტი: “უფრო ადვილია ახალგაზდრის გაშვება, ვიდრე იმ მოთამაშის, ვისაც ხელფასი 6 მილიონი აქვს”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ თავისი კლიენტის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნიკოლოს ტურინში დარჩენა სურს, მაგრამ ეს მიმდინარე ზაფხულს თითქმის შეუძლებელია. „ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ იყო, რადგან კუნთებზე მცირე დისკომფორტს გრძნობდა. „იუვეს“ სატრანსფერო ბაზარი მოსალოდნელი და ნაკლებად სავარაუდო გასვლითი ოპერაციებითაა განპირობებული. ერთია ვირტუალური ბაზარი, მეორე სტრატეგია. შეიძლება იფიქრო არტურის, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ფაჯოლის გაანათხოვრებს, ორი კლუბი დაინტერესებულია

ტურინის „იუვენტუსს“ ნიკოლო ფაჯოლი დიდი ალბათობით დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრებენ. ფაჯოლის შანსი პრესეზონზე მიეცა, მაგრამ სერია A-ს განვლილ სამ ტურში მოედანზე არ გასულა. მან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ იმისთვის, რომ გამოცდილება მიიღოს, ერთი სეზონით იჯარით გაშვებაზე ორივე მხარე ფიქრობს. დაინტერესებული …

სრულად წაკითხვა »