„იუვენტუსის“ კვირის ბოლო ვარჯიში შესანიშნავი ინფორმაციით დასრულდა – ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა. აღნიშნულ ცნობას „იუვეს“ ვებგვერდი ავრცელებს.
ტურინელებს დღეს ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდათ – დილით და შუადღით. ხვალ კი, მაურიციო სარის განკარგულებით გუნდი დაისვენებს.
საწვრთნელი პროცესი კი ორშაბათ დილიდან განახლდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 10 აგვისტოს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი