მთავარი / ბლოგი / საუბარი გულშემატკივართან – გიორგი ხელაძე
საუბარი გულშემატკივართან – გიორგი ხელაძე

საუბარი გულშემატკივართან – გიორგი ხელაძე

JUVENTUS.GE ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ – „საუბარი გულშემატკივართან“. ამიერიდან, ჩვენი ვებგვერდი „იუვეს“ ქომაგებს გაესაუბრება და მათი სიყვარულის ისტორიას კლუბისადმი, ხედვებსა და მოსაზრებებს გაეცნობით.

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხელაძე გახლავთ.

– როგორ და როდის დაიწყო თქვენი შავთეთრი, ფერადი ისტორია?

– ჩემი და იუვენტუსის შავ-თეთრი სიყვარულის ისტორია 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან დაიწყო. ამ მატჩში ორი იტალიური გუნდი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, იუვენტუსი და მილანი. ეს ფინალი მილანელების გამარჯვებით დასრულდა, მე კი, რატომღაც, დამარცხებულის მხარი დავიჭირე. მაშინ ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ალესანდრო დელ პიერომ მოახდინა, რომელსაც იმ მატჩის შემდეგ ყველა ჟურნალ-გაზეთში ვეძებდი.

– საუკეთესო ფორმაციის იუვენტუსი, რომელსაც მოსწრებიხართ?

– ალბათ, 2006 წლის იუვენტუსი, რომელიც, სამწუხაროდ, სერია B-ში უსამართლოდ გაისტუმრეს. ისე, ბოლო წლების იუვენტუსიც მომწონს, ძალიან დაბალანსებული და კარგად შეკრული გუნდია.

თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

– თამაში, რომელიც არ დამავიწყდება შედგა 2012 წლის 13 მაისს ტურინში ატალანტას წინააღმდეგ. ეს იყო ალესანდრო დელ პიეროს ბოლო მატჩი სერია A-ში იუვენტუსის მაისურით.

მომენტი, რომლის შეცვლა გსურთ

– 2012 წლის 13 მაისი… ჩემი ნება რომ იყოს, ამ მომენტს არასოდეს დავუშვებდი.

– საყვარელი ფეხბურთელი…

– რა თქმა უნდა, ალესანდრო დელ პიერო – ფეხბურთელი, რომელმაც იუვენტუსი და იტალიის ნაკრები შემაყვარა.

როგორ ფიქრობთ, ვინ იყო იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

– კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, უდაოდ, ალესანდრო დელ პიეროა და ალბათ, ვერავინ ვერასდროს შეძლებს ამის შეცვლას.

– საუკეთესო მწვრთნელი

– ჯოვანი ტრაპატონი, იუვენტუსის ისტორიაში ერთი-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელმაც კლუბთან ერთად ყველაფრის მოგება მოახერხა.

იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით რა არის ის, რაც იუვეს ზღაპარს კეთილად ვერ ასრულებს. (ჩემპიონთა ლიგა მაქვს მხედველობაში)

– ჩემი აზრით, იღბალი დიდ როლს თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის წარუმატებლობაში. მაგრამ სისულელე იქნება მხოლოდ უიღბლობას დავაბრალოთ ხუთი ფინალის წაგება. მაგალითად, 2017 წლის ფინალის წაგებაში დიდი როლი ითამაშა გასახდელში მომხდარმა ინციდენტმა. რაც შეეხება 2015 წლის ფინალს, ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. ჯორჯო იუვენტუსისთვის რა ძალაც არის, ალბათ, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ კიელინის მონაწილეობა თამაშის ბედს იუვენტუსის სასარგებლოდ გადაწყვეტდა. ზოგადად, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა კლუბს მნიშვნელოვან მატჩებში წამყვანი ფეხბურთელები აკლდებოდნენ.

როგორ შეაფასებდით ლეონარდბონუჩის საქციელს? ჯერ წასვლას, შემდგომ კი დაბრუნებას?

– სიმართლე რომ გითხრათ, იუვენტუსიდან მისი წასვლა ჩემთვის და გუნდის ყველა გულშემატკივრისთვის, მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. ძალიან მეწყინა, რადგან მას ჯიჯის წასვლის შემდეგ კაპიტნობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ცხელ გულზე ადამიანები ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. მე პირადად მას ვაპატიე და როგორც ის გვპირდება, შეცდომას მისი თამაშით გამოასწორებს.

ფეხბურთელი, რომელიც იუვეს მაისურით თამაშს არ იმსახურებდა?

– თუ იუვენტუსის ფორმა ეცვა, ე.ი. დაიმსახურა. 🙂

–  რამდენად სამართლიანად მოექცა იუვეს ხელმძღვანელობა დელპიეროსა და ჯანლუიჯი ბუფონს?

– ძნელია ამ თემაზე საუბარი. ამ ორმა ფეხბურთელმა იუვენტუსის ისტორია დაწერა. მათ თამაში სურდათ, იუვენტუსმა კი ამის შესაძლებლობა აღარ მისცა. როგორც გულშემატკივარს, ძალიან მიჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ დღეს ჯიჯი პსჟ-ს ფორმით ასპარეზობს. არ არის გამორიცხული, რომ მას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში. მოხარული ვიქნებოდი, რომ ორივე მათგანს იუვენტუსის რიგებში დაემთავრებინა კარიერა. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან კლუბში სხვადასხვა თანამდებობაზე.

ფანკლუბირას ნიშნავს თქვენთვის ფანკლუბის წევრობა?

– ფან-კლუბი ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია, რომლის ყველა წევრს საერთო ინტერესი და მისწრაფება აერთიანებს. ვიზიარებთ ერთმანეთის არა მხოლოდ კლუბთან დაკავშირებულ, არამედ ცხოვრებისეულ წარმატებას თუ წარუმატებლობას, სიხარულს თუ ტკივილს. მე პირადად კლუბმა ძალიან ბევრი მეგობარი და თანამოაზრე შემძინა, რაც ძალიან მახარებს და რითაც ძალიან ვამაყობ.
-თქვენ ოფიციალური ფანკლუბიხართ. საინტერესოა, რა განსხვავებაა რას გაძლევთ ეს სტატუსი?

– ჩვენი ფან-კლუბი პირველია, რომელსაც ოფიციალური სტატუსი თვითონ იუვენტუსმა მიანიჭა, რითაც გამოირჩევა საქართველოში არსებული სხვა გუნდების ფან-კლუბებისგან. კლუბის წევრები სარგებლობენ ძალიან ბევრი უპირატესობით, მათ შორის ფასდაკლებებით მატჩზე დასასწრებ თუ იუვენტუსის მუზეუმის ბილეთებზე. 

როგორ შეაფასებდით კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს და თვლით, თუ არა, რომ იუვეს ისტორიაში პორტუგალიელი საუკეთესო შენაძენია?

– ბოლო წუთამდე არ მჯეროდა. ფეხბურთელი, რომელმაც თავისი კარიერის საუკეთესო გოლი იუვენტუსის კარში გაიტანა, რამდენიმე თვის შემდეგ იუვენტუსის რიგებში ჩაირიცხა. სერია A-ში მან მეოთხე მატჩი ჩაატარა და დუბლი გაიფორმა. ვფიქრობ, რომ იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია, რასაც მისი მაისურების გაყიდვათა რიცხვიც ადასტურებს. ბოლო ორ თვეში რონალდუს იმაზე მეტი მაისური გაიყიდა, ვიდრე გასულ სეზონში იუვეს ყველა ფეხბურთელის ერთად.

რონალდუს ფაქტორი ლიგაზე

– ფეხბურთელი, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რა თქმა უნდა, სტიმულის მომცემია. ის, ვინც ადრე პრობლემებს გვიქმნიდა, ახლა ჩვენს გუნდში იასპარეზებს.

– კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი…

– 1976-1986 და 1996 წლები.

– ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შემადგენლობას აკლია?

– პოლ პოგბა – ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსმა აქცია ვარსკვლავად. ხშირად იწერება პრესაში იუვეში მისი დაბრუნების შესახებ და დიდი იმედი მაქვს, ასეც მოხდება.

დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომლის ხსენება ნიშნავს იუვენტუსს

– ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო დელ პიერო და ჯამპიერო ბონიპერტი.

დაბოლოსიუვეს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

– ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი, გაეტანო შირეა, კლაუდიო ჯენტილე, ანტონიო კაბრინი, ჯამპიერო ბონიპერტი, მარკო ტარდელი, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი, დავიდ ტრეზეგე, ალესანდრო დელ პიერო.

შემთხვევითი სიახლე

„იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი“ – ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში

„იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი“ – ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში

საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებასთან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების …