მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი რონალდუს გაძევებაზე: “ჩვენ ქალები არ ვართ”
ემრე ჯანი რონალდუს გაძევებაზე: "ჩვენ ქალები არ ვართ"

ემრე ჯანი რონალდუს გაძევებაზე: “ჩვენ ქალები არ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა კრიშტიანუ რონალდუს გაძევებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წითელი ბარათი მსაჯმა დაუმსახურებლად აჩვენა.

გერმანელი მიიჩნევს, რომ მაშინ ყველა ჯარიმაზე იგივე უნდა მოხდეს.

„გავიგე რომ მსაჯმა თმებში ხელის მოკიდებისთვის გააძევა… უცნაურია, რადგან ჩვენ არ ვართ ქალები და ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუ ეს წითელი ბარათია, მაშინ ყველა წესის დარღვევაზე მსაჯებმა იგივე უნდა გააკეთონ. გაძევება 100%-ით არ იყო სამართლიანი“, – აღნიშნა ემრე ჯანმა ტელეკომპანია DAZN-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ვალენსიას“ მცველ ჯეისონ მურილოს თმებში ხელი მოჰკიდა და ფელიქს ბრიხმა პორტუგალიელი გააძევა. მიუხედავად ამისა, „იუვემ“ შეხვედრა მაინც მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …