„იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ მარჩელო ლიპიმ, რომელიც ამჟამად ჩინეთში მუშაობს, Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი მთლიანად კრიშტიანუ რონალდუს გაძევებას დაეთმოს.
მსოფლიოს ჩემპიონი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მსაჯი შეცდა და პორტუგალიელს დისკვალიფიკაცია არ უნდა მისცეს. ლიპის აზრით, უეფა მხოლოდ ასე თუ მოახერხებს შეცდომის გამოსწორებას.
„ვიდეორეფერი ჩინეთის ჩემპიონატშიც არის და ყოველ ხუთ წუთში თამაში ჩერდება სხვადასხვა ეპიზოდის შესამოწმებლად.
– არის ჩინეთში, მაგრამ არაა ჩემპიონთა ლიგაზე…
– ეს წარმოუდგენელია. უეფა ერთადერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც VAR-ს არ იყენებს ისეთ ტურნირში, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე სახელოვან ტურნირზე. ასე კი შესაძლებელია ისეთი შეცდომები განმეორდეს, რომელიც ვალენსიაში მოხდა. ბატონებო, თქვენ შეცდით! დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, რონალდუ გაძევებულია და თამაშიც დასრულდა. თუმცა, დისკვალიფიკაცია იქნება სრული აბსურდი და ამიტომ, კრიშტიანუმ არცერთი თამაში არ უნდა გამოტოვოს. VAR-ი კი ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა დაინერგოს, რომ მომავალში შეცდომები აღარ განმეროდეს.
– არის შესაძლებლობა, რომ უეფას გადაწყვეტილება, რომელსაც მომავალ კვირაში მიიღებენ, იყოს წარმოუდგენელი?
– არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უეფამ სინდისით უნდა იმოქმედოს და გააკეთოს ისეთი რამ, რაც აქამდე არ გაუკეთებია.
– კრიშტიანუ რონალდუს შეეძლო ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა და მურილოს არ შეხებოდა?
– ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ ჩემპიონზე, რომელიც იმ საღამომდე ჩემპიონთა ლიგის მატჩში არასდროს გაუძევებიათ, 157 თამაშში. მონტეკარლოში დაჯილდოვებაზე არმისვლა არ იყო სასიამოვნო ჟესტი, მაგრამ ვალენსიაში რონალდუს არაფერი გაუკეთებია. ეს არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა პატივისცემით და გუნდისთვის ძალიან სასარგებლობა. „მესტალიის“ ცრემლებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
– ჯერ დუგლას კოშტა, მერე კრიშტიანუ. ორ თამაშში ორი წითელი ბარათი. არსებობს კავშირი ამ ეპიზოდებს შორის თუ, ეს უბრალოდ შემთხვევითობაა?
– დუგლას კოშტა შეცდა და ეს თემა დახურულია. ის დაისჯება და უნდა იყოს ჩუმად, რადგან დამნაშავეა. მაგრამ, კრიშტიანუს გაძევებასთან დაკავშირებით იგივეს ვერ ვიტყვი. ერთია იყო ეპიზოდის გმირი, რომელიც არაა გამართლებული და მეორე, როდესაც არაფრის გამო იღებ წითელ ბარათს.
– უშუალოდ „იუვენტუსმა“ „მესტალიაზე“ როგორ შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
– არ გამკვირვებია „იუვეს“ კარგი თამაში. ეს გუნდი მზად არის ნებისმიერი მოვლენისთვის ყოველთვის. „იუვენტუსს“ შეუძლია მიიღოს შესანიშნავი მატჩები, სპეკულაციები, შედეგს მინიმუმით მიაღწიოს ან გაიტანოს ბევრი გოლი. ეს „იუვენტუსი“ ძლიერია.