დუგლას კოშტას შავი პერიოდი უდგას. ფედერიკო დი ფრანჩესკოსთან მომხდარი უსაიმოვნო ეპიზოდის შემდეგ ბრაზილიელი დაშავდა.
სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ორმაგი ტრავმა აქვს: მარცხენა ფეხის ტერფისა და მარჯვენა ფეხის ბარძაყის.
როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კოშტამ უკვე დაიწყო მკურნალობის პროცესი, ხოლო მოედანზე გასვლას სავარაუდოდ3-4 კვირა ვერ მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა იტალიის ჩემპიონატში 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სავარაუდოდ, მხოლოდ „იანგ ბოიზთან“ შეხვედრა გაუცდება.