მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “იუვედან” წასვლაზე არასდროს მიფიქრია”
ალექს სანდრო: "იუვედან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია"

ალექს სანდრო: “იუვედან” წასვლაზე არასდროს მიფიქრია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ განაცხადა, რომ გუნდის დატოვებაზე არასდროს უფიქრია.

ბრაზილიელის თქმით, აწმყოზეა კონცენტრირებული და მომავალზე არ ფიქრობს.

„მე და კანსელუ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდეთ. ჩვენ ძლიერები ვართ შეტევაში, მაგრამ ასევე დაცვაშიც. ვალენსიაში გუნდური თამაშის წყალობით გავიმარჯვეთ.

კრიშტიანუ? – მან დიდი ხარისხი მოიტანა. მე ნელ-ნელა ვსწავლობ მის თამაშს, რომ ვიცოდე მისი მოძრაობები, ფიქრები და ვფიქრობ, დახმარებას გავუწევ შეტევაში. წითელი ბარათის შემდეგ ის ძალიან მოტივირებულია და სურს თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს.

სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს, თუმცა ჩვენი დაცვის ხაზზს შეუძლია ევროპაში საუკეთესო გახდეს. მიმაჩნია, რომ ეს სეზონი ჩვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. პირადად მეც თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მოსამატებელი მაქვს.

„იუვეს“ დატოვებაზე არასდროს მიფიქრია. თუმცა, კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ წინადადება ჯერ კიდევ არ მიმიღია, მაგრამ 2020 წლამდე ის ძალაშია. მე მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული და შემდეგ რა მოხდება, ვნახოთ“, – განუცხადა ალექს სანდრომ Sky Sport-ს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …