ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „იუვენტუსი“ სერია A-ში მორიგი მატჩისთვის და გამარჯვებისთვის ემზადება. „ბებერი სინიორას“ მომდევნო მეტოქე ახალწვეული „ფროზინონეა“.
საინტერესოა, რომ მასიმილიანო ალეგრი რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, სასტარტოში იქნება პაულო დიბალა, ხოლო მატია პერინის დებიუტი შედგება ოფიციალურ შეხვედრაში.
„იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობა ამ დროისთვის ასეთია:
პერინი; კუადრადო, ბენატია, კიელინი, კანსელუ; ემრე ჯანი, პაინიჩი, ბენტანკური; დიბალა, რონალდუ, მანჯუკიჩი
„ფროზინონესა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 23 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.