კაპიტნის სამკლავური არაა და არა მხოლოდ ჯორჯო კიელინის გამო. ეს ჯერ კიდევ ვილარ პეროზას ამხანაგურ მატჩში მოხდა, როდესაც ლივორნოელმა (კიელინი – რედ) მოედანი დატოვა, ხოლო კაპიტნის სამკლავური დიბალამ მოირგო. იგივე განმეორდა „სასუოლოსთან“ შეხვედრაში, როდესაც „იუვე“ მოედანზე კიელინის არყოფნაში არა ბონუჩიმ, არამედ სამი ხედირამ გაიყვანა.
არადა, ბონუჩი კიელინის შემდეგ ყველაზე სტაჟიანი იუვენტინოა და ჯერ კიდევ 2017 წლამდე კაპიტნობდა რიგ მატჩებში „ბებერ სინიორას“. თუმცა, ერთი წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ლეო შინ მალევე დაბრუნდა, ჯერჯერობით სამკლავურს არ აძლევენ.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო ბონუჩი კაპიტანი არაა სამკლავურით, მაგრამ კაპიტანია მოედანზე, რომელიც გუნდს ლიდერობს და გუნდს წინამძღოლობს. გამოცდილმა მცველმა ტურინში დაბრუნების შემდეგ საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსიასთან“ ჩაატარა, სადაც შეუცდომლად გაისარჯა და უეფას კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც ერგო ადგილი. ახლა კი, ყველა წინაპირობაა იმისთვის შემქნილი, რომ დაბრუნდეს ძველი ლეონარდო ბონუჩი. ლეონარდო ბონუჩი 2017 წლამდე…