ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პიეტრო ანასტაზი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ფორმაციის გუნდი ისტორიაში საუკეთესოა.
70 წლის ვეტერანი ფორვარდის განცხადებით, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას ან ახლა მოიგებს, ან არასოდეს:
„იუვე“ სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგებას წელსაც შეეცდება, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის წელია. ეს „იუვენტუსი“ ისტორიაში ყველაზე ძლიერია და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ახლაც თუ ვერ შეძლებს, მაშინ ამას ვერასდროს მოახერხებს“, – განაცხადა ანასტაზიმ Europacalcio.it-თან საუბარში.
აქვე გეტყვით, რომ პიეტრო ანასტაზი “იუვენტუსში” 1968-1976 წლებში თამაშობდა.