მთავარი / სიახლეები / ხუთოსანი “იუვე”
ხუთოსანი “იუვე”

ხუთოსანი “იუვე”

ხუთიდან ხუთი! ეს „იუვენტუსის“ შედეგია სეზონის სტარტზე სერია A-ში. ამას თუ დავუმატებთ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას, გამოდის, რომ ჯერჯერობით „იუვეს“ ოფიციალურ შეხვედრებში ქულა არ დაუკარგავს. და ეს შესანიშნავი შედეგია.

„ბებერმა სინიორამ“ მორიგი გამარჯვება „ბენიტო სტირპეს“ სტადიონზე „ფროზინონესთან“ მოიპოვა. აქ, „იუვე“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და მიუხედავად იმისა, რომ გოლები მატჩის მიწურულს გაიტანა, მანამდე არაერთხელ შეეძლო ანგარიშის გახსნა. უბრალოდ, მარკო სპორტიელო იყო დამაჯერებელი, ხოლო ზოგჯერ თავად შემტევებს აკლდებოდათ მიზანი. მოკლედ, გამარჯვება იყო დამსახურებული, რადგან ტურინულმა გრანდმა მთელი თამაში მეტოქის ნახევარზე გაატარა. საინტერესოა ისიც, რომ „ფროზინონეს“ ვოიცეხ შჩესნის კარში ზუსტად არ დაურტყამს.

რაც შეეხება გოლებს: 81-ე წუთზე გაიხსნა ანგარიში, როდესაც მირალემ პიანიჩი კარში დარტყმას სცდილობდა, მაგრამ მცველები გადაეღობდნენ. ბედად, ბურთი რონალდუს მიუვიდა, რომელმაც მარცხენა ფეხით დაუფიქრებლად დაარტყა და გოლიც გავიდა. ეს იყო პასუხი ვალენსიაში მიღებულ უსამართლო წითელ ბარათზე და ეს იყო პორტუგალიელის მესამე გოლი იტალიის ჩემპიონატში მიჯრით მეორე შეხვედრაში. აქ ნათელი გახდა, რომ „იუვე“ მორიგ გამარჯვებას იზეიმებდა და ასეც მოხდა.

თუმცა, მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე სხვაობა უფრო დამაჯერებელი გახდა. ეპიოდის ერთ-ერთი გმირი ამჯერადაც რონალდუ გახდა, რომელმაც კონტრშეტევა დიდებულად დაიწყო და მარცხენა ფლანგზე პიანიჩი მოძებნა. თავის მხრივ ბოსნიელმა კარგად გახსნილი ფედერიკო ბერნარდესკი დაინახა და იტალიელმა შემტევმაც შეასრულა – 0:2.

ამრიგად, „იუვენტუსი“ 15 ქულით პირველ ადგილზეა და „ნაპოლის“ 3 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში კი, 26 სექტემბერს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

„ფროზინონე“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:0)

ფროზინონე, „ბენიტო სტირპე“

„ფროზინონე“ (3-5-2): სპორტიელო; გოლდანიგა, სალამონი, კაუანო; ძამპანო, ჩიბსა, მაიელო (კრისეტიჯი 48), ჰალფრედსონი (კასატა 85), მოლინარო; კემპბელი (ჩიანო 71), პერიცა

მწვრთნელი: მორენო ლონგო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (კანსელუ 69), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, ბენტანკური (ბერნარდესკი 56); დიბალა, მანჯუკიჩი (მატუიდი 85), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 რონალდუ (81), 0:2 ბერნარდესკი (90)

გაფრთხილება: პერიცა (29), მოლინარო (62), სპორტიელო (79) – ბენტანკური (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 2 (0) – 18 (8) ბურთის ფლობა: 27%-73% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …